მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: „ევროპულ საქართველოში“ არის ძალიან ბევრი კარგი ადამიანი, გავაგრძელებთ ამ...

მიხეილ სააკაშვილი: „ევროპულ საქართველოში“ არის ძალიან ბევრი კარგი ადამიანი, გავაგრძელებთ ამ ხალხთან თანამშრომლობას. რაც შეეხება ბატონ ბოკერიას, ჩვენს შორის არის ფუნდამენტური განსხვავებები”

Published on

„ევროპულ საქართველოში“ არის ძალიან ბევრი კარგი ადამიანი, ჩვენ გავაგრძელებთ ამ ხალხთან თანამშრომლობას. თუმცა, სჯობდა ბაქრაძე საპრეზიდენტო კანდიდატად არ დაეყენებინათ და ვაშაძე უკვე პრეზიდენტი იქნებოდა. რაც შეეხება ბოკერიას, ერთმა ადამიანმა გააკეთა ყველაფერი, რომ მომხდარიყო გაუცხოვება ბევრი ჩვენი მოქალაქის“, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  „მთავარი არხის“ ეთერში

,,რაც შეეხება ბატონ ბოკერიას, მას განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულება აქვს ქართული ტრადიციების და ფასეულობების მიმართ. ბოკერიამ და სხვა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებიდან” – აღნიშნა სააკაშვილმა

„ აქ არ არის პიროვნული განსხვავებები, აქ არის ფუნდამენტური განსხვავებები. მე ჩემი შეხედულებებით და მრწამსით ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, მიუხედავად იმისა, ვინც რა უნდა თქვას. ვატარებ ჯვარს. ბოკერიამ და სხვა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ჩვენი ტრადიციული ქართული ქრისტიანული ფასეულობებიდან.

ბოკერია არის ყველაფერი, რაც არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული. ჩემი თვალსაზრისი ასეთია“, – განაცხადა სააკაშვილმა.

გადაცემის წამყვანმა სააკაშვილს შეახსენა, რომ იგივე პრეტენზიებს უყენებენ თავად მიხეილ სააკაშვილსაც  პრორუსული, პროპუტინისტური ძალები, როდესაც აცხადებენ, რომ მათ შორის სააკაშვილმა მოახდინა ქართული საზოგადოების დისტანცირება ტრადიციებისგან, თუმცა, ვერც ერთი მაგალითი ვერ მოჰყავთ, რაზეც სააკაშვილმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ ამ არგუმენტს ვერ გამოიყენებენ, რადგან 600 ეკლესია აქვს აშენებული.

„ჩემს წინააღმდეგ ამას ვერ გამოიყენებენ იმიტომ, რომ 600 ეკლესია მაქვს აშენებული ჩემი ინიციატივით, მათ შორის ბაგრატი. ეკლესიაში არ არის მარტო საქმე, ეკლესია ერთ-ერთი ელემენტია. ჩვენი ცხოვრების წესი, ჩვენი ტრადიციები, ის, რაც არის ყველაფერი ქართული და მნიშვნელოვანი, არაფერი ანტიდასავლური ამაში არ არის“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კითხვაზე, რატომ აძლევდა სააკაშვილი გიგა ბოკერიას მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამის საშუალებას  ექსპრეზიდენტმა უპასუხა: „შეცდომები ვის არ აქვს დაშვებული“.

სიახლეები

დღეს წითელი პარასკევია

დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. „არასდროს...

აფხაზეთში 4 წლის გოგონას მკვლელობისთვის დეიდა დააკავეს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ 4 წლის გოგონას გაბრიელა ლახინას მკვლელობის ბრალდებით, ბავშვის დეიდა...

ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს

ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ თავმჯდომარე, ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს. ამის შესახებ მან...

9 აპრილს დაღუპულები თავდადების მაგალითებად გვემახსოვრება-კოალიცია ცვლილებისთვის

კოალიცია ცვლილებისთვის 9 აპრილის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა რუსულმა...