მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ჩვენ გავაჩერებთ საქართველოს დანგრევის და განადგურების პროცესს

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ გავაჩერებთ საქართველოს დანგრევის და განადგურების პროცესს

Published on

მე ქართველ ხალხთან ერთად დავასრულებ საქართველოში ივანიშვილის მმართველობას. გავწიოთ გვერდზე პოლიტიკოსები. მე პოლიტიკოსი არ ვარ, მე ვარ ქართული სახელმწიფოებრიობის შემქმნელი. მე ვარ პატრიოტი. უახლოეს თვეებში ვაპირებ საქართველოში ჩამოვიდე, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა  მიხეილ სააკაშვილმა  „მთავარი არხის“ ეთერში.

„არაფერი საიდუმლო არ არის. მართალია, უკრაინაში კარგად ვგრძნობ თავს, მაგრამ როცა სამშობლოს კარგავ… ახლა ოდესაში ვიმყოფები და ყოველ მეორე ადამიანს, რომელსაც ქუჩაში ვხვდები მეხვეწებიან მერობაზე. მე აქ გამოკითხვებში ვლიდერობ, მაგრამ ეს არის ერთი თემა საქართველოში ვიდრე არ აღვადგენთ ქართულ სახელმწიფოებრიობას, სანამ არ გავაჩერებთ საქართველოს დანგრევის და განადგურების პროცესს, რა თქმა უნდა, ამაში მე ვიღებ მონაწილეობას, უახლოეს თვეებში ვაპირებ ჩამოსვლას საქართველოში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კითხვაზე, ციხეში აპირებთ წასვლას, სააკაშვილმა ასე უპასუხა: „ეს ხალხის გადასაწყვეტია. ივანიშვილს მისცემს თუ არა ამის საშუალებას.

არ შემშინებია უკრაინაში ჩამოსვლის და არ შემეშინდება საქართველოში ჩემს ხალხთან ჩამოსვლის. ახლა ისინი დგანან ჩვენს შიშებზე და საერთოდ ვერ გაუწევენ წინააღდმეგობას ქართველ ხალხს“, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ის პირობას ყოველთვის ასრულებს.

სიახლეები

დღეს წითელი პარასკევია

დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. „არასდროს...

აფხაზეთში 4 წლის გოგონას მკვლელობისთვის დეიდა დააკავეს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ 4 წლის გოგონას გაბრიელა ლახინას მკვლელობის ბრალდებით, ბავშვის დეიდა...

ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს

ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ თავმჯდომარე, ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს. ამის შესახებ მან...

9 აპრილს დაღუპულები თავდადების მაგალითებად გვემახსოვრება-კოალიცია ცვლილებისთვის

კოალიცია ცვლილებისთვის 9 აპრილის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა რუსულმა...