მთავარიUncategorizedგიგა ბოკერია: „ვარდების რევოლუციის“ მემკვიდრე არის „ევროპული საქართველო“და არა სააკაშვილის „ნაციონალური...

გიგა ბოკერია: „ვარდების რევოლუციის“ მემკვიდრე არის „ევროპული საქართველო“და არა სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა”

Published on

სააკაშვილი მალე ალბათ, ჩემი 9- წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს, – ასე ეხმიანება „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს.

„ისე, ხუმრობის გარეშე, ნამდვილად ასეა, „ვარდების რევოლუციის“ როგორც მიღწევების, ისე მძიმე ჩავარდნების მემკვიდრე არის „ევროპული საქართველო“, ჩვენი პოლიტიკური გუნდი და არა სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა,”- აღნიშნავს  გიგა ბოკერია

დეპუტატი ამბობს, რომ ამაზე მეტს ახლა სააკაშვილის განცხადებაზე ვერაფერს იტყვის და ამ თემას ცალკე ბრიფინგი მიეძღვნება.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმამიხეილ სააკაშვილმა  განაცხადა, რომ  გიგა ბოკერიას განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულება აქვს ქართული ტრადიციების და ფასეულობების მიმართ.

„ბოკერიამ და სხვა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებიდან“, – განაცხადამიხეილ სააკაშვილმა  „მთავარი არხის“ ეთერში

სიახლეები

დღეს წითელი პარასკევია

დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. „არასდროს...

აფხაზეთში 4 წლის გოგონას მკვლელობისთვის დეიდა დააკავეს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ 4 წლის გოგონას გაბრიელა ლახინას მკვლელობის ბრალდებით, ბავშვის დეიდა...

ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს

ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ თავმჯდომარე, ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს. ამის შესახებ მან...

9 აპრილს დაღუპულები თავდადების მაგალითებად გვემახსოვრება-კოალიცია ცვლილებისთვის

კოალიცია ცვლილებისთვის 9 აპრილის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა რუსულმა...