,,ბარხატნად” წამოგორებული ცოლ-ქმარი წლებია აბულინგებს სახელმწიფოს ამშენებელ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ქვეყნიდან უმადურად გაგდებული კაცია, და ახლა, როცა ის გამოვიდა და თქვა სათქმელი, ყელში ეცა ყველა”

0
712

სოციალურ ქსელში არაერთგვაროვნად ეხმაურებიან მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს ,,მთავარის” ეთერში და, კერძოდ, მის განცხადებას გიგა ბოკერიასთან ფუნდამენტური განსხვავებების შესახებ.

,,ევრო.საქები აღშფოთება-გაბრაზების რეჟიმში არიან,ნაცების ერთი ნაწილი გაოცებული და მეორე ნაწილი კმაყოფილი,ხოლო ქოცები დატროლილები როგორც იტყვიან “უმაღლესი პილოტაჟია!” – ასე ახასიათებს სხვადასხვა პარტიების რეაქციას ამ განცხადებებზე ინტერნეტმომხმარებელი კახა კვეკვესკირი.

ბევრი გამოთქვამს შეშფოთებას, რომ მიხეილ სააკაშვილმა ,,გადაამლაშა” და ახლა არ იყო დრო მსგავსი განცხადებისთვის, რადგან ოპოზიციური პარტიების გაერთიანება ( თუნდაც დროებითი) ჯერაც დიდი რყევებით მიმდინარეობს.

უფრო მეტი კი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამი ნაბიჯით უსწრებს სხვა პოლიტიკოსებს და იცის, რა და როდის თქვას. სწორედ ახლა მიხეილ სააკაშვილის ,,სისულელეების” მხილებაზე გადართულმა ბოკერიას გუნდმა სხვა გზა არ დაუტოვა მას, თუ არა სიმართლის პირდაპირ თქმა.

,,გამგები გაიგებს, რომ ფუნდამენტური განსხვავებები მიხეილ სააკაშვილსა და გიგა ბოკერიას შორის მხოლოდ სარწმუნოებრივ პრინციპებზე არ დაიყვანება და მიხეილ სააკაშვილმა ამაზე მხოლოდ იმიტომ გააკეთა აქცენტი, რომ უფრო მწარე სიმართლე არ ეთქვა.”

ეს ნაწილი ფიქრობს, რომ გიგა ბოკერიამ და მისმა გუნდმა, უკადრებელი იკადრა, როცა მიხეილ სააკაშვილის სურათების ფრიალით და მისი განუხრელი მიმდევრობის მტკიცებით ,,მოიხვედრა” თავი პარლამენტში და მოატყუა ამომრჩეველი, რომელიც მათ ხმას აძლევდა სწორედ ნაციონალური მოძრაობის მონაპოვრების დაცვა-გაგრძელებისთვის.

დიდი ხანია ამ ამომრჩეველს აწუხებს აზრი, რომ ბოკერია და მისი გუნდი, რომელიც მას შემდეგ, რაც პარლამენტში ,,ნაციონალური მოძრაობისადმი ხალხის ნდობის მანდატით შევიდა და მეორე დღესვე გაემიჯნა მას, ,, მიხეილ სააკაშვილისთვის არათუ პარტიის ახევას, თვით ვარდების რევოლუციის” იდეისა და მონაპოვრების დასაკუთრებას ცდილობს. რაც სხვათა შორის დაადასტურა გიგა ბოკერიას დღევანდელმა ღია განცხადებამ, რომ ,,ვარდების რევოლუციის მემკვიდრე არის ევროპული საქართველო, მისი პოლიტიკური გუნდი და არა მიხეილ სააკაშვილის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.

თუ ვინმეს მიხეილ სააკაშვილის აშკარად გაღიზიანებული ტონი არ მოეწონა, ამის მიზეზი სწორედ ამგვარ ზღვარგადასულ ცინიზმში უნდა ეძიოს. – წერენ სოციალურ ქსელებში.

,,მივესალმები სააკაშვილის ბოკერიასგან გამიჯვნას.ოღონდ მე უფრო რადიკალური პოზიცია მაქვს. ყოველთვის ვამბობდი, რომ ბოკერიას გუნდი იყო ნაცების საბოტაჟი.- წერს თეიმურაზ ზაქრაძე – ბოკერიას ღია ანტიდემოკრატიულობა და ანტირელიგიურობა განა როდისმე იყო დამალული?. შეუვალი ბოლშევიზმით სპობდნენ დემოკრატიის გამოვლინებებს და სიტყვის თავისუფლებას…
სწორედ ასეთი ელიტების მეშვეობით ინარჩუნებს მოსკოვი გავლენებს საქართველოზე.”

რეზო შატაკიშვილი ეხმაურება ალიაქოთსა და ვიშვიშს, რომელიც ელიტურ წრეებში ატყდა მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდეგ:

,, კარგად მისმინეთ.
სახელმწიფოს ამშენებელ მიხეილ სააკაშვილს სვეცკად რომ დაარქვით დევნილი, ასე გალანტურად დევნილი კი არა, ქვეყნიდან უმადურად, ძაღლივით გაგდებული კაცია!!!
და ამ ძაღლივით გაგდებულ კაცს, აქედან, თბილად , ბარხატნად წამოგორებული ცოლ-ქმარი წლებია აბულინგებენ!!!! ლანძღავენ, თათხავენ, ლაფში ჩურჩხელასავით ავლებენ. სისხლი მოუწამლეს და ახლა, როცა გამოვიდა და თქვა სათქმელი, ყელში ეცა ყველა!

დადექით ადგილზე!!!
რა თქვა, ტყუილი? რა, ახლა გაიგეთ რომ ხალხს სწორედ ეგ პრეტენზია ჰქონდა მაგ ბოკერიასთან და მაგიტომ იყო (არის და იქნება) ზიზღჯგუფში? ახლა გაიგეთ?
რა შეჭამეთ გული მართლა და მართლა.
მის ადგილზე მე გამოვიდოდი და კაი გაბუნიას ლექსიკით შევამკობდი ყველა ენაზე, რაც კი ვიცი.” – წერს რეჟისორი რეზო შატაკიშვილი

წინა სტატია“მე არ ვაპირებ თავის გამართლებას. თავს არ დავიცავ”- ძმის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა [Video]
შემდეგი სტატიავლადიმირ პუტინი: ,,რუსეთი აფხაზეთს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში კვლავაც ყოველმხრივ დაეხმარება“
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური