მთავარისიახლეებიპოლიტიკალავროვი: მეღიმება ქართული მხარის უარყოფაზე - დიახ, შეხვედრა ზალკალიანმა ითხოვა

ლავროვი: მეღიმება ქართული მხარის უარყოფაზე – დიახ, შეხვედრა ზალკალიანმა ითხოვა

Published on

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ნიუ-იორკში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრა შვეიცარიის მხარის ორგანიზებული იყო, შეხვედრის ინიციატორი კი ქართველი მინისტრი გახლდათ.
“მართალი გითხრათ, მეღიმება ქართველი მინისტრების კომენტარებზე, თავად ზალკალიანის უცნაური კომენტარებიც წავიკითხე, იქ უფრო მეტი ადგილი თავად კომენტარებს ეთმობა, ვიდრე შეხვედრას. შეხვედრა ზალკალიანმა ითხოვა” – განაცხა სერგეი ლავროვმა ნიუ-იორკში, გაეროს 74-ე ასამბლეის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ნიუ-იორკში.

სერგეი ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ ქართველი მინისტრი ყველაზე მეტად ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხით დაინტერესდა:

“მე მას ვუთხარი, რომ რუსეთი არასდროს ეძებდა ხელოვნურ საბაბს საქართველოსთან წასაკიდებლად. თუ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს პასუხისმგებლობით მოეკიდოს საკუთარ პოზიციას ურთიერთობის ნორმალიზების შესახებ და განავითაროს იგი, მაშინ მე პირადად ავიამიმოსვლას აღვადგენდი”, – ამბობს რუსეთის მთავარი დიპლომატი.

მისივე თქმით, საქართველოში რუსოფობების დარაზმვას, “ჩემი აზრით, ამჯერად უკვე თბილისში რეჟიმთან საბრძოლველად წინა პრეზიდენტი ცდილობს”, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...