მთავარისიახლეებიპოლიტიკაეკა ბესელია ,,მთავარ არხთან'' აღნიშნავს, რომ გიორგი კვირიკაშვილს ნამდვილად ...

ეკა ბესელია ,,მთავარ არხთან” აღნიშნავს, რომ გიორგი კვირიკაშვილს ნამდვილად უსამართლოდ მოექცნენ, მათი ეს შეხვედრა კი ჩვეულებრივი, მეგობრული შეხვედრა იყო

Published on

პარლამენტის დეპუტატი, ეკა ბესელია ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. “მთავარმა არხმა” ეკა ბესელია და კვირიკაშვილი თბილისის ერთ-ერთ კაფეში გადაიღო, არხის ჟურნალისტთან ეკა გაგუასთან საუბარში გიორგი კვირიკაშვილი ერთწლიან დუმილს არღვევს, ის საუბრობს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და პასუხისმგებლობას მთლიანად ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.

კვირიკაშვილი აღნიშნავს, რომ ბესელიასთან ბევრი საკითხი განიხილა, ეკა ბესელია კი მთავარ არხთან ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივი, მეგობრული შეხვედრა იყო.

“არანაირ სამომავლო გეგმებს არ ეხებოდა [ეს შეხვედრა], მე ვმეგობრობ გიორგისთან და ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხებზე, რაც პირველი არ არის და ვსაუბრობთ ხოლმე მას შემდეგაც, რაც გიორგი აღარ არის ხელისუფლებაში. ასე რომ არაფერი განსაკუთრებული, მართლა”, — ამბობს ბესელია.

კითხვას, ვიხილავთ თუ არა კვირიკაშვილს ბესელიას პარტიაში, ის პასუხობს, რომ ამაზე არ უსაუბრიათ. ბესელია აღნიშნავს, რომ გიორგი კვირიკაშვილს უსამართლოდ მოექცნენ.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა სამომავლოდ ყოფილ პრემიერთან თანამშრომლობას, ბესელიამ განაცხადა, რომ არ იცის, ამას თავად გიორგი კვირიკაშვილი გადაწყვეტს.

„მე, პირადად, ყოველთვის მოხარული ვიქნები მასთან თანამშრომლობით, იმიტომ, რომ მასთან მუშაობა ძალიან კომფორტული იყო. როცა ის პრემიერ-მინისტრი იყო, პრინციპულ საკითხებში მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი. იცით, რომ ახლა, ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობს. როგორც მისგან ვიცი, არ აქვს გადაწყვეტილი პოლიტიკური საქმიანობა. ამიტომ, თუ თავად გადაწყვეტს, რა თქმა უნდა, სიამოვნებით ვითანამშრომლებ, მაგრამ არანაირი კონკრეტული გადაწყვეტილება არც აქვს მიღებული და ამაზე გუშინ, თვითონაც ისაუბრა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...