მთავარისიახლეებისაზოგადოებადევნილები, რომლებიც უკვე 10 დღეა ჯანდაცვის სამინისტროს ფოიეში საპროტესტო აქციას...

დევნილები, რომლებიც უკვე 10 დღეა ჯანდაცვის სამინისტროს ფოიეში საპროტესტო აქციას მართავენ, კვლავ უპასუხოდ რჩებიან

Published on

„26 წლის წინ ჩვენ დაგვატოვებინეს სახლები, ჩვენი მშობლიური მიწა, უსაყვარლესი მხარე და საკუთარ ქვეყანაში ვიქეცით დევნილებად. 10 დღე-ღამეა, რაც ჩვენ მივმართეთ პროტესტის უკიდურეს ფორმას და ვიმყოფებით მუდმივად სამინისტროს ფოიეში. ჩვენი კანონიერი და საფუძვლიანი მოთხოვნები დღემდე უგულვებელყოფილია სამინისტროს წარმომადგენელთა მიერ. – აცხადებენ დევნილები, რომლებიც უკვე 10 დღეა ჯანდაცვის სამინისტროში იმყოფებიან და თავშესაფრით უზრუნველყოფას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებს ამ დრომდე არ შეხვედრია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, რომელიც თავის ნაცვლად მათ უგზავნის სამინისტროს სხვადასხვა თანამშრომლებს, რომელთაც არა თუ არა აქვთ პასუხი მათ მიერ დასმულ კითხვებსა და მოთხოვნებზე, არამედ ავლენენ დამოკიდებულებას, რომელსაც დევნილები ახასიათებენ როგორც ,,უპასუხისმგებლო’ს, ცინიკურს, არაადამიანურსა და არაპროფესიონალურს”

სამინისტროში და პირადად მინისტრს ავიწყდებათ, რომ ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან იღებენ ხელფასს და ვალდებულები არიან, იზრუნონ ჩვენი პრობლემების მოგვარებაზე,“ – აცხადებს აფხაზეთიდან დევნილი ნინო ბუკია ,,ინტერპრესნიუსთან” საუბარში.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თუკი მათი მოთხოვნები ორშაბათამდე არ დაკმაყოფილდა, პროტესტი ფორმას შეიცვლის და გახდება კიდევ უფრო უკიდურესი, ამასთან, საკითხებს დაემატება მინისტრისა და მისი მოადგილეების დაუყონებლივი გადადგომის მოთხოვნა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...