ბიძინა ივანიშვილმა პარტიის რეგიონალური ორგანიზაციების აქტივთან შეხვედრები დაიწყო

0
408

ქართული ოცნების ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის რეგიონალური ორგანიზაციების აქტივთან შეხვედრები დაიწყო.

პარტია ამ ინფორმაციას, ფოტოებთან ერთად, სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციითვე, პირველი სამუშაო შეხვედრა გუშინ გურიის რეგიონალური ორგანიზაციის აქტივთან გაიმართა. შეხვედრაზე რეგიონის პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ გურიის რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, შტაბის წევრები, გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ლანჩხუთის, ჩოხატაურის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები.

წინა სტატია“სოლიდარობა ეკა ბესელიას!” – ბესელიას მხარდასაჭერად დღეს პარლამენტთან აქცია გაიმართა.
შემდეგი სტატიატვ „მთავარის“ ფინანსური მდგომარეობა უმჯობესდება – ამჯერად 2,5%-იანი წილი ნიკა რურუას ქალიშვილმა ანამ იყიდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური