მთავარისიახლეებიპოლიტიკაშალვა ნათელაშვილი: ,,მიუღებელია და მავნებლურია საქართველოს პრეზიდენტის ტირილი გაერო–ს ტრიბუნიდან ე.წ აფხაზური...

შალვა ნათელაშვილი: ,,მიუღებელია და მავნებლურია საქართველოს პრეზიდენტის ტირილი გაერო–ს ტრიბუნიდან ე.წ აფხაზური ენისა და კულტურის გადარჩენაზე, მით უფრო სოხუმის დაცემისა და გაგრის ტრაგედიათა დღეებში”

Published on

,,ვუსმენ ახლა პრეზიდენტის გამოსვლას. დამერწმუნეთ, როგორც დარბაზში ისე მის გარეთ მყოფმა მსოფლიო პოლიტ–ელიტამ, ასევე რიგითმა მსმენელმაც ვერაფერი ვერ გაიგო იმის თაობაზე, თუ ვინაა ჩვენი ოკუპანტი,დამაქცევარი და რატომ ვდგავართ სახელმწიფოებრივად ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე.” – ასე გამოეხმაურა ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას გაეროს ტრიბუნიდან

ვფიქრობ ,პუტინის პირად მდივანს არ ეშინია თავისი მბრძანებლის ისე როგორც ამათ. მიუღებელია და მავნებლურია საქართველოს პრეზიდენტის ტირილი გაერო–ს ტრიბუნიდან ე.წ აფხაზური ენისა და კულტურის გადარჩენაზე, მით უფრო სოხუმის დაცემისა და გაგრის ტრაგედიათა დღეებში,თანაც იმ დროს როცა ქართველთა,ქართული ენის,კულტურის გენოციდი ამ წუთებშიც დაუსჯელად მიმდინარეობს აფხაზეთსა თუ ცხინვალის რეგიონში. ნაცვლად იმისა,რომ ამ უმაღლესი ტრიბუნიდან მთელ მსოფლიოს ვაგებინებდეთ აფხაზური ენა-კულტურის ქართულობასა და აფსოურ—-ადიღეურის,როგორც რუსეთიდან ტროას ცხენად შემოტანილ სეპარატისტული პროდუქტზე—– პრეზიდენტის დონეზე ვამაგრებთ აფსოური სახელმწიფოებრიობის იდეოლოგიას. მეტი არაა ჩემი მტერი ასე რაიმე დავიბრუნოთ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...