რომან გოცირიძე: ,,სალომე ზურაბიშვილმა ახსენა ოკუპაცია, მაგრამ არ ახსენა ოკუპანტი. ეს იყო სრულიად კაპიტულანტური გამოსვლა და მორჩილი, გაუბედავი საუბრები”

0
435

„საქართველოს პრეზიდენტმა გაერო-ს ტრიბუნიდან იღაღადა გლობალურ დარდებზე. ძალიან დარდიანი გამოსვლა იყო, განსაკუთრებით მომეწონა, როცა მან რამდენჯერმე ახსენა ფაუნა და ფლორა.

ახსენა ოკუპაცია, მაგრამ არ ახსენა ოკუპანტი.

ახსენა ომი, მაგრამ არ ახსენა, რომელი ომი და ვისთან.

ეს იყო სრულიად კაპიტულანტური გამოსვლა და მორჩილი, გაუბედავი საუბრები. – განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ გაეროში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შეფასებისას.

გოცირიძის თქმით,  სალომე ზურაბიშვილმა  რუსეთი მხოლოდ ტურისტებთან მიმართებაში ახსენა.

შევადაროთ, რა ისაუბრა ზელენსკიმ, რომელიც ტრიბუნაზე ტყვიით გამოვიდა. ადამიანი, რომელიც სიმბოლურად აჩვენებდა, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, მკვლელი და ხელში 7.62 მილიმეტრიანი კალაშნიკოვის ტყვიით წარდგა გაერო-ს ტრიბუნაზე. ჩვენი პრეზიდენტი კი წარსდგა ციყვისა და მტრედის სიმბოლოთი, რაღაც ფლორა და ფაუნაზე ილაპარაკა 28 წუთიდან 25 წუთი. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს დიდი ტრიბუნა ვერ იქნა და არც იქნება გამოყენებული ამ ხელისუფლების პირობებში“, – განაცხადა  რომან გოცირიძემ

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, შეწყალებასთან დაკავშირებულ სკანდალს ბოლომდე მიიყვანენ და „ადრე თუ გვიან მოხდება პრეზიდენტის იმპიჩმენტი”.

წინა სტატია,,ომის წკიპზე ვართ” – რით ხსნიან ხელისუფლებაში სალომე ზურაბიშვილის ,,ფრთხილ” გამოსვლის გაეროში
შემდეგი სტატია“გავრილოვის ღამის” საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქური ერთი თვეა შიმშილობს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური