მთავარისიახლეებიპოლიტიკაფინანსთა მინისტრი აღაშფოთა ლელომ, რომელიც ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების კარში დაიდო

ფინანსთა მინისტრი აღაშფოთა ლელომ, რომელიც ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების კარში დაიდო

Published on

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც 2018 წლის არჩევნების მეორე ტურის წინ ბანკებს მთავრობამ აიძულა სესხების ჩამოწერა და ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი.

ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ ტყუილია, თითქოს მის კაბინეტში ზეწოლასა და რეკეტს ჰქონდა ადგილი.

“სრულად ვიყავი ჩართული ამ პროცესში და აბსოლუტურად გამჭვირვალედ მიდიოდა.

ვერც ერთს ვერ იპოვით, რომელსაც არათუ დაემუქრნენ ან ამის მერე მოჰყვა რამე ღონისძიება, არც უთხოვია არავის.  – ამბობს ფინანსთა მინისტრი.

ივანე მაჭავარიანის თქმით, იმ ბანკებმა, რომლებიც პროგრამაში მონაწილეობას დათანხმდნენ, “სარფიანად იხეირეს”.

“პოლიტიკა პირდაპირ ამხელა დიდი, მსუყე ტყუილით რატომ უნდა დაიწყო, არ მესმის.” – ამბობს ის მამუკა ხაზარაძეზე.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მთავრობა ე.წ. შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებებს განულებას დაპირდა. შავ სიაში მყოფი დაახლოებით 700 000 ადამიანიდან 600 000 შეირჩა შემდეგი კრიტერიუმებით – ვისაც ერთ წელზე მეტად ხანდაზმული ვალი აქვს, 2000 ლარამდე.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მაშინ ამტკიცებდა, რომ დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს, რაც საჭიროა ვალების განულებისათვის, ფონდი ქართუ ფარავდა.

ვალების ჩამოწერის პროგრამა ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ და ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხმების ყიდვად შეაფასეს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...