მთავარისიახლეებიმსოფლიოგარდაიცვალა საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი

გარდაიცვალა საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი

Published on

26 სექტემბერს საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. საფრანგეთის ნაციონალურ ასამბლეაში მის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

ბოლო წლებში ჟაკ შირაკს ალცჰაიმერის დაავადება აწუხებდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. შირაკის სიძის ფრედერის სალათ ბაროს თქმით, ყოფილი პრეზიდენტი დილით მისი ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.

ჟაკ შირაკს პრეზიდენტის პოსტი 1995-დან 2007 წლამდე ეკავა. 1974 წლიდან 1976 წლამდე ის პრემიერმინისტრის, ხოლო 1986 წლიდან 1988 წლამდე პარიზის მერის თანამდებობას იკავებდა. 

ჟაკ შირაკმა საფრანგეთმა პრეზიდენტობის ვადა 7 წლიდან 5 წლამდე შეამცირა. მან ქვეყანაში ერთიანი ევროპული ვალუტა მიიღო.

შირაკი 2003 წელს აშშ-ის ერაყში შეჭრას ეწინააღმდეგებოდა.  

2011 წელს სამართალდამცველების განცხადებით, პარიზის მერის თანამდებობაზე ყოფნის დროს, 1977-1995 წლებში, შირაკი თანამდებობრივ უფლებამოსილებებს აჭარბებდა და პარიზის ბიუჯეტიდან თანხებს საკუთარი პარტიის დასაფინანსებლად იყენებდა. საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ყველა ბრალდებას უარყოფდა. პარიზის სასამართლოს გადაწყვეტილებით მას 2 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...