მთავარისიახლეებიპოლიტიკასტუმრად საქართველოს მეგობართან მალგოჟატა გოშიევსკასთან

სტუმრად საქართველოს მეგობართან მალგოჟატა გოშიევსკასთან

Published on

13 ოქტომბერს პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. არჩევნებში კენჭს იყრის  მალგოჟატა გოშიევსკა, პოლონეთის პარლამენტის წევრი და  პოლონეთი-საქართველოს საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების აქტიური მხარდამჭერია.

 ,,ბატონი პრეზიდენტი სააკაშვილი პოლონეთის და პოლონელების მეგობარია, ხოლო პოლონეთის რესპუბლიკის ხელისუფლება და მოქალაქეები მას ეპყრობიან იმ პატივით, რასაც იმსახურებს პოლიტიკოსი, რომელმაც არსებითი როლი ითამაშა პალონეთსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარებაში. დავამატებ, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობამ მაღალი შეფასება დაიმსახურა პოლონეთში, როგორც საჯარო – პოლიტიკური – ეკონომიკური რეფორმების ასევე საქართველოს NATO -სა და UE-ის ქვეყნების ოჯახში შეყვანისათვის, ასევე იმ გზის გაგრძელებისათვის რომელიც მომავალში ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებით უნდა დასრულდეს. კეთილგანწყობა და პატივისცემა, რითაც პოლონელები გამსჭვალულნი არიან მიხეილ სააკაშვილის მიმართ არის საყოველთაო და არ არის დამოკიდებული შიდა დაყოფებისა თუ პოლიტიკური სიმპათიებისაგან. – ასე შეაფასა მალგოჟატა გოშიევსკა პრეზიდენტ სააკაშვილის, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში გამორჩეული ლიდერის საქმიანობა , როდესაც მტკიცედ დაუდგა მას გვერდით პოროშენკოს მიერ წარმოებული დევნის კამპანიის დროს.

რამდენიმე ხნის წინ მიხეილ სააკაშვილი და ელისაბედ (სანდრა) რულოვსი პოლონეთში იმყოფებდნენ და გულთბილი შახვედრა ჰქონდათ საქართველოსა და პირადად მათ მეგობართან. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პირველი ლედი თავის პირად ფეისბუქგვერდზე ავრცელებს

,,პოლონეთში 3 კვირაში საპარლამენტო არჩევნებია და ჩვენი და საქართველოს მეგობარს მალგორჟიატას ვუსურვეთ წარმატებები! ”- წერს სანდრა რულოვსი

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...