მთავარისიახლეებიეკონომიკასაქართველოს ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს სექტემბერში მეორედ ზრდის, ამჯერად 7.5%-მდე

საქართველოს ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს სექტემბერში მეორედ ზრდის, ამჯერად 7.5%-მდე

Published on

საქართველოს ეროვნულმა ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 25 სექტემბრის რიგგარეშე სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ რეფინანსირების განაკვეთი სექტემბერში უკვე მეორედ გაიზარდოს.

რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით გაიზრდება 7.5%-მდე.

გადაწყვეტილების მიზეზად ეროვნულ ბანკში ლარის გაუფასურების გამო ინფლაციაზე მაღალი ზეწოლა სახელდება.

“კომიტეტის გასული სხდომის შემდეგ ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი გაუფასურებულ დონეზე ნარჩუნდება, რის გამოც, ინფლაციური მოლოდინები კვლავ სახეზეა. აქედან გამომდინარე, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო,” – განმარტავენ ეროვნულ ბანკში.

4 სექტემბრის მონეტარული პოლიტიკის სხდომის შედეგად, რეფინანსირების განაკვეთი ეროვნულმა ბანკმა 6.5%-დან 7%-მდე გაზარდა. 20 სექტემბერს უწყებამ მონეტარული კომიტეტის რიგგარეშე სხდომა დააანონსნა.

მონეტარული კომიტეტის სხდომას ეროვნული ბანკი წელიწადში რვაჯერ მართავს, მომდევნო სხდომა განრიგის მიხედვით 23 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.

ოპოზიცია თვლის, რომ რეფინანსირება ლარის კურსს ვერ უშველის -მას   არასწორი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა აუფასურებს.

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...