მთავარისიახლეებისაზოგადოებახალვაშის “რუსთავი 2”, როგორც ასეთი - რა გავა და რა აღარ...

ხალვაშის “რუსთავი 2”, როგორც ასეთი – რა გავა და რა აღარ გავა სისხლისგან დაცლილი არხის ეთერში

Published on

ერთთვიანი პაუზის შემდეგ ეთერს დაუბრუნდა “რუსთავი 2” და მისი საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“. მთავარ საინფორმაციო გამოშვებას არხის ყოფილი სახე და პრე­მი­ე­რის აპა­რატ­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში ყოფილი მრჩეველი, ნათია ლაზაშვილი წაიყვანს.

ახალი სეზონიდან „რუსთავი 2“-ზე აღარ გავა: პოსტსკრიპტუმი, შაბათის კურიერი, კვირის აქცენტები, მთავარი ექიმი, ჩემი ცოლის დაქალები, მხოლოდ ქართული, ნანუკას შოუ, არჩევანი, სხვა შუაღამე, ვანოს შოუ, ფორბსის კვირა და სამზარეულოს ომები.

რაც შეეხება არხის იუმორისტულ და გასართობ გადაცემებს, „რუსთავი 2“-ზე კომედი ჯგუფის მომზადებული თითქმის ყველა გადაცემა შენარჩუნდა (მათ შორისაა „ფარული კონვერტიც“). 28 სექტემბრიდან ეთერს დაუბრუნდება „კომედი შოუ“. მასში სხვადასხვა დროს არხიდან წასული ძველი და ახალი მსახიობებიც გამოჩნდებიან, მათ შორის სიკო ჭუმბურიძე, ეკა აბშილავა და სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი, ქეთი ხუციშვილი. დღესვე გავა ეთერში ახალადშექმნილი „გვიანი შოუც“. უცნობია თუ ვინ იქნებიან მისი წამყვანები. შოუს ძველმა წამყვანებმა, ილო ბეროშვილმა და ნიკა გრიგოლიამ „რუსთავი 2“ დატოვეს. უცვლელად გავა კიდევ ერთი პროექტი „გააცინე და მოიგე“.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...