მთავარისიახლეებისაზოგადოებარა ემართებათ ჩვენს ბავშვებს? - გუშინ დილით მეექვსე სართულიდან 16 წლის გოგონა...

რა ემართებათ ჩვენს ბავშვებს? – გუშინ დილით მეექვსე სართულიდან 16 წლის გოგონა გადმოვარდა, წუხელ 16 წლის ბიჭი

Published on

წუხელ ვარკეთილში, მესამე მასივში, მაღალი სართულიდან 16 წლის ბიჭი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა ერთი დღის განმავლობაში – დილით მეექვსე სართულიდან გადმოვარდნილი გოგონა გარდაიცვალა, წუხელ -ეს ბიჭუნა/


როგორც ირკვევა, მოზარდი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა იმ კორპუსის სახურავზე, საიდანაც გადმოვარდა.

დაღუპული მოზარდი 108-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე იყო.

108-ე სკოლის ისტორიის მასწავლებელი ფიქრია ჯაბანიშვილი თვითმკვლელობას გამორიცხავს და „ინტერპრესნიუსთან” საუბარში აცხადებს, რომ ბიჭი სკოლაში არც ბულინგის მსხვერპლი ყოფილა და პრობლემები არც ოჯახში ჰქონდა.

“ოჯახში აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. ორი სტუდენტი და ჰყავდა. ძალიან ხალისიანი ბავშვი იყო. რა მოხდა, არ ვიცით, ახლაც შოკში ვართ. ყველა გაოცებული ვართ. მე ვფიქრობ, უბედური შემთხვევა მოხდა. 27 სექტემბერთან დაკავშირებით ვატარებდით ღონისძიებას, პერფორმანსი უნდა გვქონოდა და ისიც აპირებდა აქტიურ მონაწილეობას“, – აცხადებს მასწავლებელი.

მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...