მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ქართულ ოცნებაში" საკუთარ წევრებს ქალებსაც და მამაკაცებსაც პირადი...

“ქართულ ოცნებაში” საკუთარ წევრებს ქალებსაც და მამაკაცებსაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით ემუქრებიან – ეკა ბესელიას სკანდალური განცხადება

Published on

ეკა ბესელიამ ,,მთავარზე” ჟურნალისტ ეკა კვესიტაძესთან სტუმრობისას სკანდალური განცხადება გააკეთა , კერძოდ განაცხადა , რომ ის პირველი არ არის, ვისაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით ემუქრებიან. ბესელიას თქმით, “ქართული ოცნებაში” საკუთარ წევრებს როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს ამ მეთოდებით ებრძვიან, თუმცა ვერ მისცემს თავს უფლებას დაასახელოს ამ პირთა ვინაობა.

“ყველამ საკუთარ შინაგან გაუბედაობას თუ გარკვეულ მუხრუჭებს ასე ვთქვათ უნდა გადააბიჯოს. ეს ისეთი საკითხია ვერავინ სხვა ვერ ისაუბრებს თუ არა თავად ის ადამიანი.
ამ ყველაზე ამორალური მეთოდების გამოყენებით გარკვეულ მეთოდებს ექვემდებარებიან. ამიტომ ნუ მასწავლის ანრი ოხანაშვილი ვის და სად უნდა მივმართო, მისგან განსახვავებით ბევრად უფრო ადრე ვისწავლე ეს მიმართულებები. რა თქმა უნდა, ვერ იქნება ეთიკური ჩემი მხრიდან ვისაუბრო იმ ადამიანების ნაცვლად მაგრამ, თავისთავად იმის დაშვება, როგორც ეს იყო იმ წინა რეჟიმის დროს დღესაც, იმ ძველმა სისტემამ შეინარჩუნოს თავი ისე, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა.
იმავე მეთოდების გამოყენება ეს არის ჩემთვის, როგორც იმ ადამიანისთვის, რომელიც იმ რეჟიმს ებრძოდა სწორედ ასეთი მეთოდების გამო. ეს არის ყველაზე ამაზრზენი რამ. ამიტომ მიმაჩნია, რომ როგორც ის წინა ხელისუფლება იყო შესაცვლელი, ისევეა ეს ხელისუფლებაც შესაცვლელი, რომელმაც ვერ შეძლო გაემართა სისტემა იმგვარად, რომ ასეთი დაშვება ასეთი მანიპულირება ადამიანებზე არ ხდებოდეს.
მე არ ვამბობ, რომ ეს მასიურად ხდება, თუმცა, ვიცი რამდენიმე შემთხვევა და ამაზე თავად უნდა ისაუბრონ. მე ვიცი, რომ არსებობს ასეთი ფაქტები, ვიცი ასევე იმ ადამიანებისგან ვისაც ეს ყველაფერი შეეხო, ამაზე მეტ დეტალს მე ვერ გეტყვით” – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...