მთავარისიახლეებიპოლიტიკააშშ - მ რუს დეპუტატებს ვიზების გაცემაზე უარი უთხრა, ჩვენ კი...

აშშ – მ რუს დეპუტატებს ვიზების გაცემაზე უარი უთხრა, ჩვენ კი გავრილოვებს ფიანდაზებს ვუგებთ

Published on

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვიზების გარეშე დატოვა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელ კონსტანტინ კოსაჩევი და რამდენიმე სხვა კანონმდებელი, რომელნიც თან უნდა ხლებოდნენ სერგეი ლავროვს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. შესაბამისად, ლავროვს ბორბლებში ჩხირი გაუსვეს – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

როგორც კონსტანტინ კოსაჩევმა განაცხადა, ვიზების გაცემაზე უარის გამო რუსი კანონმდებლები გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად გამგზავრებას ვერ შეძლებენ.

„საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევით, ამერიკულმა მხარემ დელეგაციის რამდეენიმე წევრს, მათ შორის მეც, რომლებიც დღეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებლად ნიუ-იორკში გამგზავრებას ვაპირებდით, ვიზის გაცემაზე უარი გვითხრა,“ – განაცხადა კოსაჩევმა.

მისივე თქმით, ვიზაზე უარი რუსული დელეგაციის ათმა წევრმა მიიღო. მართალია პირდაპირ ვიზის მიცემაზე მათთვის უარი არ განუცხადებიათ, მაგრამ ფაქტია, რომ არათუ დროზე, აქამდეც არ დაუბრუნებიათ პასპორტები, რომლებიც საელჩოში ჰქონდათ წარდგენილი ვიზის მისაღებად.

„ეს არის აღმაშფოთებელი საქციელი, რომლის არც ახსნა და არც გამართლება არ შეიძლება,“- დასძინა კოსაჩევმა.

გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიური სხდომა წელს ნიუ-იორკში, 24-30 სექტემბერს იმართება.

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...