ვლადიმირ პუტინი სასაფლაოზე განისვენებს

0
636

რუსეთში, ქალაქ სანქტ-პეტერბურგში დააკავეს “Агит Россия”-ს აქტივისტი პაველ ივანკინი, რომელსაც ბრალად ქალაქის სასაფლაოზე პუტინის, მედვედევის და სხვა მაღალჩინოსნები კერძოდ, დიმიტრი პესკოვის, რამზან კადიროვის, ევგენი პრიგოჟინის, ვლადიმირ სოლოვიევის და სხვების შავლენტიანი ფოტოების გამოკვრა ედება.

საგამოძიებო ორგანოების მტკიცებით, იგი თანამოაზრეებთა ერთად 19 სექტემბერს იმყოფებოდა ე.წ. სმოლენსკის ლუთერანულ სასაფლაოზე , რაც სასაფლაოზე დაყენებული კამერების ჩანაწერებიდან ირკვევა.

ივანკინის გარდა დააკავეს კიდევ ორი აქტივისტი, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.

მომხდარზე რუსეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა საფლავების ჯგუფურად წაბილწვის მუხლით, რაც 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

წინა სტატიადიპლომატიური სკანდალი: “ბრიჯით ბრინქსის კანდიდატურაზე უარით, საქართველოს მთავრობამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა”
შემდეგი სტატია“ვის დასჭირდა ჩემი სახელის გათხვრა?” – დიმიტრი გაბუნია არ გამორიცხავს ცილისმწამებლის მიმართ საქმის აღძვრისთვის პროკურატურას მიმართოს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური