მთავარისიახლეებიპოლიტიკარა ეშველებოდა ხელისუფლებას და მის წიაღში გამოჩეკილ ვითომ ოპოზიციას, მიხეილ სააკაშვილი რომ...

რა ეშველებოდა ხელისუფლებას და მის წიაღში გამოჩეკილ ვითომ ოპოზიციას, მიხეილ სააკაშვილი რომ არ ყოფილიყო? – მაღლა შემოდებული თამასა ცუდ მხტომელს აღიზიანებს

Published on

იცით, რატომ არ მინდა გახდეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე? – თქვენ არ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის წარსული, როგორც მოსამართლე, – ასე მიმართა პარლამენტის დეპუტატმა  ლევან გოგიჩაიშვილმა  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს თამარ ალანიას.

როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, ალანია რომ ცოტა გამბედაობის მქონე ადამიანი ყოფილიყო, არც სანდრო გირგვლიანს მოკლავდნენ, არც ვაზაგაშვილს ჩაცხრილავდნენ და ციხეებში არ აწამებდნენ ასობით ადამიანს.

„ როდესაც გქონდათ შანსი ყოფილიყავით გამბედავი, თქვენ ეს გამბედაობა არ გამოიყენეთ, თქვენ როდესაც გქონდათ შანსი ადამიანებს დახმარებოდით – არ დაეხმარეთ. როდესაც გქონდათ შანსი ადამიანები დაგეცვათ, როდესაც მოდიოდნენ თქვენთან დასისხლიანებულები, ნაცემები, გლდანის ციხიდან – თქვენ ამ ადამიანების მიმართ არ ავლენდით ემპათიას. თქვენს გამო ათასობით საჩივარი შედიოდა სტრასბურგის სასამართლოში. თქვენ იყავით იმ სისტემის ნაწილი. სააკაშვილი იმიტომ იყო სააკაშვილი, რომ თქვენ არსებობდით. თქვენ რომ ყოფილიყავით გამბედავი ადამიანი, სააკაშვილი და ადეიშვილი არ იქნებოდნენ იმ ფორმით, რა ფორმითაც, ქართულმა საზოგადოებამ მერე ამ ადამიანებს ლაგამი ამოსდო და ისინი სწორად არიან მართლმსაჯულების მხრიდან დევნილები. თქვენ რომ ყოფილიყავით ცოტა გამბედაობის მქონე ადამიანი, ამ ქვეყანაში არც სანდრო გირგვლიანს მოკლავდნენ, არც ვაზაგაშვილს ჩაცხრილავდნენ, არც იმ 150 ადამიანს ჩაცხრილავდნენ, არც ადამიანებს გააუბედურებდნენ და აწამებდნენ ციხეში. ამ უპრინციპობის გამო დამიტოვეთ უფლება, რომ გითხრათ – თქვენ არ ხართ ჩვენი სასამართლოს მომავალი და თქვენ არ ხართ მაგალითი ჩვენი ახალგაზრდებისთვის, როგორც მოსამართლე“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

დეპუტატის ამ განცხადებაზე თამარ ალანიამ უპასუხა, რომ ,,ლევან გოგიჩაიშვილის შეფასებები აბსოლუტურად მცდარია და არანაირ სტატისტიკას ის არ ეყრდნობა“.

„გამამართლებელ განაჩენებს სპეციალურად არ ვახსენებ, თუმცა ეს შესაძლებელია კვლევის საგანი გახდეს და ღია ვარ ამისთვის. უნდა გავიხსენოთ ის კრიმინალური სიტუაციაც, რაც არსებობდა, ადამიანებს ეს ავიწყდებათ ეტყობა. მოგეხსენებათ, როგორი კორუფცია არსებობდა, რომლის მიმართაც შეიძლება დღეს ვინმეს ნოსტალგია გააჩნდეს. ძალიან გთხოვთ, მოზომილები ვიყოთ სამოსამართლეო საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელსაც დღეს ძალიან მძიმე ტვირთი აკისრია. არ მგონია, მოსამართლეების მიმართ სიძულვილის ენით საუბარი სწორი იყოს“, – განაცხადა ალანიამ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...