მთავარისიახლეებიკონფლიქტებიპუტინის მორიგი დაფინანსება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისთვის

პუტინის მორიგი დაფინანსება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისთვის

Published on

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის დაფინანსების თაობაზე ე.წ. ხელშეკრულებას მხარი დაუჭირა.

“მივიღე რუსეთის მთავრობის წინადადება, ხელი მოვაწერო შეთანხმებას რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის ხარჯების დაფინანსების შესახებ”- წერია პუტინის ბრძანებაში, რომელიც ოფიციალურ საიტზე  გამოქვეყნდა

ცნობისთვის, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის დაფინანსების შესახებ შეთანხმებას, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრმა, ე.წ. არმიის გენერალმა მირაბ ქიშმარიამ მოაწერეს ხელი

13 სექტემბერს  ამ შეთანხმებას რუსეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა და ხელის მოსაწერად პრეზიდენტ პუტინს გაუგზავნა. ხელშეკრულება ითვალისწინებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ჯარის მოდერნიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას. დაგეგმილია ე.წ სამხედრო სარდლობის სტანდარტების ეტაპობრივად გაზრდა. ე.წ შეიარაღებული ძალების წვრთნა, თანამედროვე ტიპის იარაღით მათი აღჭურვა. თანხა ასევე გამოიყოფა ფულადი დახმარებისა და სხვა სოციალური შეღავათებისთვის. 

შეთანხმების მიხედვით, ყველა საჭირო დოკუმენტი 2019 წლის დეკემბრამდე მზად უნდა იყოს.  

სიახლეები

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...