ფართხალებს თუ არა თამარ ალანია ჭაობში?

0
528

ზოგჯერ რჩევას გვაძლევენ ხოლმე: ადამიანი ჭაობში რომ ჩავარდები, მერე არ უნდა იფართხალო, თორემ უფრო სწრაფად ჩაიძირები – ასე გამოგდით, – ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა  გიგა ბოკერიამ  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს თამარ ალანიას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მას შემდეგ მიმართა, რაც მან დეპუტატის კითხვაზე პასუხს თავი აარიდა.

გიგა ბოკერიამ  თამარ ალანიას ჰკითხა, იყო თუ არა ეთიკის ნორმების მძიმე დარღვევა, როცა ლევან მურუსიძემ შალვა შავგულიძე წინასაარჩევნო პერიოდში დებატებში გამოიწვია, რაზეც თამარ ალანიამ უპასუხა, რომ კოლეგებთან დაკავშირებით რაიმე განმარტების გაკეთებისგან ეთიკის ნორმები ზღუდავს.

კომიტეტის თავმჯდომარემ გიგა ბიკერიას შეჩერება სცადა და განაცხადა, რომ კანდიდატს პასუხის დასრულება სურს.

„მე მსურს, რომ ჩემს კითხვაზე მიპასუხოს და არა სადღეგრძელოები მითხრას, სადღეგრძელოები სხვა ფრაქციებთან,“ – აღნიშნა ბოკერიამ

„არ ვფართხალებ ბატონო გიგა, შეურაცხმყოფელია ეს დამოკიდებულება რასაც ბრძანებთ.,- განაცხადა თამარ ალანიამ.

გიგა ბოკერიამ დასვა სხვა კითხვაც : ,,აქ მაქვს თქვენი კომენტარები, სადაც თქვით, რომ სასამართლოს გამორჩეული ლიდერია ბატონი მურუსიძე. ახლა, ასე აღარ თვლით?! –

თავდაპირველად დეპუტატი კანდიდატისგან დაინტერესდა, ხომ არ სმენია, ჰყავს თუ არა აშშ-ს, გაერთიანებული ერებისა და საფრანგეთის სასამართლოებს ლიდერები და ვინ არიან ეს ლიდერები.

„ქალბატონო თამარ, რთულ კითხვებთან შედარებით, ბევრად უფრო მარტივი კითხვები მაქვს, ოღონდ ცოტა უცნაური კითხვები, წინასწარ ბოდიშს გიხდით. ხომ არ გაგიგით ჰყავს თუ არა აშშ-ს სასამართლოს ლიდერი და თუ ჰყავს, ვინ არის ის?! არ იცით, თუ არ იცით, არ არის პრობლემა, რადგან, რომ არ მოგატყუოთ, ეს მეც არ ვიცი“, – განაცხადა ბოკერიამ.

„რატომ გგონიათ, რომ არ ვიცი?! მე ვიცი, ის, რომ აქტივისტი ჰყავს, ალბათ ჰყავს. ნებისმიერი ის მოსამართლე, ვინც აქტიურად გამოდის. გვარები ასე ზეპირად ნამდვილად არ ვიცი“, – აღნიშნა ალანიამ.

ამ კონტექსტში დეპუტატმა კანდიდატს ჰკითხა, ვინ არის ლიდერი საქართველოს სასამართლოში?! რაზეც ალანიამ ბოკერიას ასევე კითხვით მიმართა, რას ფიქრობს იმაზე, თუ ვინ არის საქართველოს სასამართლოს ლიდერი.

თამარ ალანიას განმარტებით, საქართველოს სასამართლოს ლიდერია „ნებისმიერი აქტივისტი მოსამართლე“.

წინა სტატიაფონიჭალაში, მე-7 სართულიდან 14 წლის გოგონა გადმოვარდა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილმა მკვლელებთან ერთად ორი ნარკორელიზატორიც შეიწყალა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური