მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდელი ნანა საჯაია აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ტელევიზია Fox News-ის ჟურნალისტი გახდა

ზუგდიდელი ნანა საჯაია აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ტელევიზია Fox News-ის ჟურნალისტი გახდა

Published on

ზუგდიდელი ნანა საჯაია აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ტელევიზია Fox News-ის ჟურნალისტი გახდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ნანა საჯაია „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი იყო. მისი კარიერა ამერიკაში წარმატებული გამოდგა. ის Fox News-ის ვაშინგტონის ბიუროს პოლიტიკის გაშუქების პროდიუსერი გახდა.

“290 აპლიკაცია, უამრავი ინტერვიუ და 31 უარყოფითი პასუხი. საბოლოოდ კი Fox News-ის ვაშინგტონის ბიუროს პოლიტიკის გაშუქების პროდიუსერი ვარ. იღბლიანი ვარ, რომ ამ დაუჯერებელ ამბავში ჩემი გზამკვლევი იყო ნუნუ ჯაფარიძე. მადლობას ვუხდი ჩემს მეგობრებს ოკეანის ორივე მხარეს”, – წერს საჯაია.

ნანა საჯაიას მოვალეობაში პირდაპირი ჩართვებისთვის მომზადება, ინფორმაციის გადამოწმება, მიმდინარე თემისთვის თვალის მიდევნება და სხვა მნიშვნელოვანი მოვალეობა შედის. 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...