ბავშვთა პორნოგრაფიის დამზადება-გასაღებისთვის დაკავებულ შვიდ პირს პატიმრობა შეეფარდა

0
508

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ შვიდ პირს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. წინასასამართლო სხდომა 21 ოქტომბერს ჩაინიშნა.

რაც შეეხება საქმეზე დაკავებულ კიდევ ოთხ პირს, მათგან სამ ადამიანს – აშშ-ის მოქალაქეს და საქართველოს ორ მოქალაქეს უკვე პატიმრობა აქვთ შეფარდებული. კიდევ ერთი დაკავებულის, ავსტრალიის მოქალაქისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო 20 სექტემბერს, 12:00 საათზე იმსჯელებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნით ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს.

დაკავებულთა შორის არიან პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებაში ჩაბმული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები, მათი ნათესავები და ახლობლები, ასევე, უკანონო ფოტოსალონის მფლობელები და თანამშრომლები.

წინა სტატიააქცია „სირცხვილიას“ საორგანიზაციო ჯგუფი დღეს პარლამენტთან ერთწლიან სამოქმედო გეგმას წარადგენს
შემდეგი სტატიასოფელ კოკში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თხილის საშრობ-სასაწყობო საწარმო ამოქმედდა [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური