აქცია „სირცხვილიას“ საორგანიზაციო ჯგუფი დღეს პარლამენტთან ერთწლიან სამოქმედო გეგმას წარადგენს

0
462

აქცია „სირცხვილიას“ საორგანიზაციო ჯგუფი დღეს, საქართველოს პარლამენტთან დაგეგმილ აქციაზე ერთწლიან სამოქმედო გეგმას წარადგენს.

„მოძრაობის ძირითადი მიზანი ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული კამპანიების, პოლიტიკურად აქტიური საზოგადოებრივი ჯგუფების მხარდაჭერისა და გაძლიერების გზით მოქალაქეთა მიერ მაქსიმალურად ინფორმირებული არჩევანის გაკეთება და პროპორციულ არჩევნებში პრორუსული ხელისუფლების მარცხის ხელშეწყობა იქნება. დაგეგმილი აქტივობები მიმართული იქნება როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე რეგიონული მმართველობების წინააღმდეგ, რაც ადგილობრივი აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით მიიღწევა“, – აღნიშნულია აქციების „სირცხვილია“ ორგაზნიზატორთა განცხადებაში.

აქცია პარლამენტთან 19:00 საათზე დაიწყება.

წინა სტატიაპროპორციული საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო რეფორმის შესახებ ზუგდიდში შეხვედრა გაიმართა [Video]
შემდეგი სტატიაბავშვთა პორნოგრაფიის დამზადება-გასაღებისთვის დაკავებულ შვიდ პირს პატიმრობა შეეფარდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური