მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტის საქმიანობას "კარგად" 8% აფასებს, ინსტიტუტებს შორის ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

პარლამენტის საქმიანობას “კარგად” 8% აფასებს, ინსტიტუტებს შორის ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

Published on

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, საქართველოს პარლამენტის საქმიანობას “კარგად” გამოკითხულთა მხოლოდ 8% აფასებს. ეს ინსტიტუტების დადებით შეფასებას შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას საშუალოდ აფასებს 39%, ხოლო ცუდად – 42%.

ინსტიტუტებს შორის, გამოკითხულთა უმეტესობა ყველაზე კარგად ეკლესიის (74%) და იუსტიციის სახლების (57%) საქმიანობას აფასებს. მას მოსდევს ჯარი 53%-ით და პოლიცია – 42%-ით.

 ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, 41% მონაწილეობას არ მიიღებდა

NDI-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, დადებითად 59% პასუხობს, უარყოფითად – 41%; 

ამავე კვლევის მიხედვით, 37%-ს გადაწყვეტილი აქვს, ვის დაუჭერს მხარს, 57%-ს ეს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

NDI-ის კვლევის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის საქმიანობა “ძალიან კარგად” 1%-მა მიიჩნია 

კარგად – 9%-მა. საშუალოდ – 31%-მა. 

თალაკვაძის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობას ძალიან ცუდად აფასებს 6%; 35%-ს –  არ აქვს პასუხი კითხვაზე; 

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%. NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...