მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიცია და ხელისუფლება NDI-ის კვლევის შედეგების შესახებ, რომლის მიხედვითაც მთავრობის საქმიანობას მოსახლეობის...

ოპოზიცია და ხელისუფლება NDI-ის კვლევის შედეგების შესახებ, რომლის მიხედვითაც მთავრობის საქმიანობას მოსახლეობის 60% უარყოფითად აფასებს

Published on

ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხედულებები NDI-ის კვლევის შედეგების შესახებ, რომლის მიხედვითაც მთავრობის საქმიანობას მოსახლეობის 60% უარყოფითად აფასებს რადიკალურად განსხვავებულია ერტმანეთისგან.

 ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი: დღეს გამოქვეყნებული კვლევები, მე ვფიქრობ ერთ მთავარ რამეს აჩვენებს და ეს რის ის, რომ ქართულ ოცნებას დაკარგული აქვს ნდობა ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის მხრიდან. ანუ რეალურად, 10 ამომრჩევლიდან 8 ქართულ ოცნებას ხმას აღარ მისცემს. ამავე დროს ვხედავთ, რომ ძალიან დიდია იმ ამომრჩველების რიცხვი, რომლებსაც არ გადაუწყვეტიათ ჯერ, თუ რომელ პარტიას დაუჭერენ მხარს მომავალ არჩევნებზე. მე ვფიქრობ, რომ ეს გამოკვლევები აჩვენებს ერთ რამეს, ძალიან დიდი უმრავლესობა თვლის რომ პასუხიმგებლობა 20 ივნისის ღამეზე ეკისრება ხელისუფლებას და მიაჩნია რომ ხელისუფლების რეაგირება ამ მოვლენებზე იყო არასათანადო და არაადეკვატური. ”

”ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი NDI-ის კვლევის გარეშეც, ჩვენ ყოველდღე ვგრძნობთ, თუ როგორია ხალხის დამოკიდებულება ქართული ოცნების მიმართ. რომ მინიმუმზეა ეს ნდობა, თუ სადმე რამე შემორჩა. გავრილოვის ღამე და მისი შეფასება არის ერთგვარი განაჩენი ქართული ოცნებისთვის. “შეჯამება” მისი შვიდწლიანი საქმიანობის. გარდა ამისა, ის პესიმიზმი რაც მოიტანა ქართულმა ოცნებამ ეს მაქსიმუმზეა, იმიტომ რომ ჩვენი მოქალაქეების რაოდენობა, რომელიც ამბობენ, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიყავს მთავრობას, ესეც პიკზეა არის სამწუხაროდ.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა: ,,ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ გამოწვევებს, რაც არსებობს ეკონომიკაში და სოციალურ სფეროში. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ვიცით რაც არის ჩვენი პრობლემები. ეს არის, სიღარიბე, რომელიც უნდა დავძლიოთ, დასაქმება, როემლიც უნდა გავზარდოთ და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. NDI-ის კვლევები ამ თვალსაზრისით, რომელიც იქცა ტრადიციულად პოლიტიკური სპეკულაციებისა და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების ბერკეტად, არ არის ჩვენი სახელმძღვანელო.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი  რა თქმა უნდა ჩვენთვის მიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრი, მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი აზრის ყველაზე რეალური გამოხატულება არის არჩევნებში, სადაც ჩანს მათი დამოკიდებულება მთავრობის მიმართ, პოლიტიკური პარტიების მიმართ და რა თქმა უნდა ეს იყო გამოხატული წინა არჩევნებზე და დარწმუნებული ვარ 2020 წლის არჩევნებზეც საზოგადოება ზუსტ შეფასებას მისცემს მთავრობის მოღვაწეობას. ჩვენ გვქონდა არაერთი შემთხვევა, როცა გამოკითხვის შედეგები არ ემთხვეოდა არჩევნების შედეგებს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს რისკები და საფრთხეები იყოს მინიმუმამდე დაყვანილი, იმისთვის, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს სტაბილურობა, რადგან სტაბილურობის გარეშე ჩვენ ვერ ვუზრუნველყოფთ ვერც განვითარებას და ვერც კეთილდღეობას და მე ვფიქრობ, რომ ხალხი ამას ძალიან კარგად ხედავს, დაინახავს და ეს ყველაფერი იქნება თარგმნილი არჩევნებზე.

სიახლეები

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...