მთავარისიახლეებიეკონომიკაანაკლიაში მდებარე 4946 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 1 ლარად იყიდება

ანაკლიაში მდებარე 4946 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 1 ლარად იყიდება

Published on

ანაკლიაში მდებარე 4946 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სასტუმროს ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით 1 ლარად იყიდება.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სასტუმრო-ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ანაკლიაში მდებარე 4946 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა 1 ლარად, საინვესტიციო ვალდებულებებით, ელექტრონულ აუქციონზე იყიდება. აუქციონის პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა სასტუმროს ასაშენებლად არანაკლებ 10 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

საპრივატიზებო პირობების თანახმად, გამარჯვებულმა მიწის შესყიდვის შემდეგ სასტუმრო კომპლექსი ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს.

შეგახსენებთ, რომ პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა ტურისტულად აქტიურ ზონებში, უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო-კომპლექსები.

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...