მთავარისიახლეებიპოლიტიკაზურაბიშვილი საპარლამენტო მდივანს გადაეფარა - ,,შეწყალებების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე,...

ზურაბიშვილი საპარლამენტო მდივანს გადაეფარა – ,,შეწყალებების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე, დიმიტრი გაბუნია პროცესში ჩართული არ ყოფილა”

Published on

სალომე ზურაბიშვილი გადაწყვიტა დღევადელი დღე თავისი ქმედებების განმარტებებს მიუძღვნას – ამჯერად საპარლამენტო მდივანს გადაეფარა.

სპეკულაციები ჩემს საპარლამენტო მდივანზე, თუ ვინმე სხვაზე ჩემს ადმინისტრაციაში, უნდა დამთავრდეს, რამეთუ მე მივიღე გადაწყვეტილება, მე ვარ პასუხისმგებელი და არ მჩვევია, რომ ვინმე სხვაზე გადავიტანო ეს პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა  ბრიფინგზე განაცხადა, სადაც პატიმართა შეწყალების საკითხზე განმარტება გააკეთა.

ზურაბიშვილის თქმით, მან გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და მისი საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია პროცესში ჩართული არ ყოფილა.

„იყო ძალიან ბევრი სპეკულაცია სხვადასხვა ადამიანების ჩარევაზე ამ გადაწყვეტილებებში, მათ შორის ნახსენები იყო ჩემი საპარლამენტო მდივანი, რომელიც არც კომპეტენციით და არც არანაირად არ იყო ამ პროცესში ჩართული. მისგან არც არანაირი რჩევა მიმიღია და არც თვითონ არავის უკითხავს მისთვის, რას ფიქრობდა რომელიმე გადაწყვეტილებაზე. ასე რომ, ეს არ არის მისი კომპეტენცია და არ შეიძლება, რომ არეული იყოს, მითუმეტეს ეს ეხება ყოფილ ადვოკატს. ეს გამორიცხულია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...