მთავარისიახლეებისაზოგადოება,,სერიული შემწყალებელი'' - აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან

,,სერიული შემწყალებელი” – აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან

Published on

სალომე ზურაბიშვილი დღევანდელი ბრიფინგი, საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა, სამოქალაქო აქტივისტებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს და სალომე ზურაბიშვილის მიერ მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულების შეწყალება გააპროტესტეს.

  ჩვენ ვაპროტესტებთ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ყოვლად სამარცხვინო და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას შეწყალებასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ აქ არის კორუფციული ნიშნები. არჩევნებზე ქართულ ოცნებას ყოველთვის ეხმარებიან კრიმინალები და საპრეზიდენტო არჩევნების დროს სწორედ ეს მოხდა, გახდა პრეზიდენტი კრიმინალების და ძველი ბიჭების დახმარებით. ზურაბიშვილმა შეწყალების ამ აქტით მათ გადაუხადა ვალი”, – თქვა აქციის ერთ-ეთმა მონაწილემ. 

სამოქალაქო აქტივისტების დრევანდელი აქცია იყო კიდევ ერთი გამოხატულება საზოგადოების შეშფოთებისა სალომე ზურაბიშვილის ,,სერიული შეწყალებით” , რომელსაც ახსნას თვადაც ვერ უძებნის.

სალომე ზურაბიშვილი დღემდე აცხადებდა, რომ შეწყალება მისი, ,,როგორც პრეზიდენტის, დისკრეციული უფლებაა და არავისთვის აპირებს ანგარიშის ჩაბარებას” , თუმცა საზოგადოებრივმა აზრმა და პოლიტიკოსების მკვეთრად კრიტიკულმა შეფასებებმა აიძულა აღიარება იმისა, რომ მის შეწყალებებში რაღაც ისე არ იყო და რომ შეწყალების წესები უნდა გადაიხედოს.

,,ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე, სანამ წესები არ გადაიხედება. – განაცხადა დღეს სალომე ზურაბიშვილმა

“

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...