მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილი შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს მანამ, სანამ ,,წესები,...

სალომე ზურაბიშვილი შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს მანამ, სანამ ,,წესები, რომელიც ეხება შეწყალებას, გადახედილი იქნება”

Published on

სალომე ზურაბიშვილი  შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ზურაბიშვილი ამ გადაწყვეტილებას მის მიერ რამდენიმე პირის შეწყალების საკითხზე საზოგადოების შეშფოთებით ხსნის.

ბრიფინგზე ზურაბიშვილმა თქვა, რომ “შეწყალების წესები უნდა გადაიხედოს და მორატორიუმიც სწორედ იქამდე იქნება ძალაში, სანამ ეს წესები შემუშავდება”. 

“შეწყალება არ არის სავალდებულო რევიზია რომელიმე სასამართლოსი, ეს არ არის რაღაცა მეოთხე ძალაუფლება რომელსაც აქვს სასამართლოზე ზემდგომი. ეს არის სუბიექტური, პერსონალური, პრეზიდენტის გადაწყვეტილება, მისი პასუხისმგებლობის ქვეშ. ეს არის შეფასება გარემოებების, იმ მოცემულობის, რაც არის. არც გამორიცხავს შეცდომას, არც იმას, რომ სხვას ქონდეს სხვა შეფასება იმავე გარემოებებზე. 

ამიტომაც, მე წინათაც ვთქვი, რომ ინიციატივით გამოვდიოდი, რომ წესები, რომელიც ეხება შეწყალებას, იყოს გადახედილი და იყოს შემუშავებული პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ. ამაზე კონსულტაციები შედგა პარლამენტის თავმჯდოამრესთან. 

შედგება სამუშაო ჯგუფი, სადაც ყველა პარტია შევა და ისინი ჩამოაყალიბებენ, როგორი უნდა იყოს წესები, რომ არ მოხდეს საზოგადოების ასეთი შეშფოთება. 

სამამ ეს წესები შემუშავდება, გამოვდივარ იმ ვითარებიდან, რაც შედგა, ვაცხადებ, და ეს არის ჩემი სრული უფლება – მორატორიუმს შეწყალებაზე”, – თქვა პრეზიდენტმა. 

„

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...