მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მოითხოვს - ,,ათონელზე ზის "მაიმუნი გახსნილი ლიმონკით"-...

ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მოითხოვს – ,,ათონელზე ზის “მაიმუნი გახსნილი ლიმონკით”- აცხადებს გიგი უგულავა

Published on

სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულ პირთა შეწყალებას და დღეს გამოცხადებულ მორატორიუმს პოლიტიკოსები ეხმაურებიან/

,, კანონი კი არაა შესაცვლელი, სალომე ზურაბიშვილია  სასახლიდან გამოსაძევებელი,- წერს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.

„ სალომე ზურაბიშვილმა  განაცხადა, რომ შეწყალება “მისი სუბიექტური” გადაწყვეტილებაა. ალბათ, უნდოდა ეთქვა, რომ პრეზიდენტის აბსოლუტური დისკრეციაა. ამასთანავე, თქვა, რომ უუნაროა და შემიზღუდეთ ეს აბსოლუტური უფლებაო. პირიქითაა, შეწყალება უნდა იყოს აბსოლუტური დისკრეცია, უბრალოდ ეს დღეს აბსოლუტური იდიოტის ხელშია. კანონი კი არაა შესაცვლელი,  სალომე ზურაბიშვილია  სასახლიდან გამოსაძევებელი. შეუძლებელია! ათონელზე ზის “მაიმუნი გახსნილი ლიმონკით,”- აღნიშნავს გიგი უგულავა.

„შეწყალებასთან დაკავშირებით კანონმდებლობა და წესები კი არა, პრეზიდენტია შესაცვლელი“, – ამბობს რომან გოცირიძე – მისი თქმით, მორატორიუმის გამოცხადება  სალომე ზურაბიშვილის მიერ საკუთარი შეცდომების გამოსწორების არასერიოზული მცდელობაა.

„მორატორიუმის გამოცხადება არაფერს შველის. პირიქით, ეს არის საკუთარი მოვალეობისგან გაქცევა. მას კონსტიტუციური უფლება აქვს, განახორციელოს შეწყალება, ოღონდ სამართლიანად, კანონის და შესაბამისი პროცედურების დაცვით. ამიტომ მორატორიუმის გამოცხადება არის საკუთარი შეცდომების გამოსწორების არასერიოზული მცდელობა. მორატორიუმი კი არა, პრეზიდენტი უნდა გადადგეს. როდესაც პრეზიდენტი იწყალებს სამ მკვლელს, მათ შორის პირს, რომელსაც ერთი დღითაც კი არ მოუხდია სასჯელი და ის არის ძებნილი ადამიანი, ეს, ალბათ, შეწყალების ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტია. ამ შემთხვევებში აშკარად იკვეთება კორუფციის ფაქტები. საქართველოს კონსტიტუციით, თუ პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას ან მის ქმედებაში შეიმჩნევა დანაშაულის ნიშნები, შეიძლება დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა. საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება. თუკი პროკურატურა გამოძიებას არ დაიწყებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას კვლავ მფარველობს ის ადამიანი, რომელმაც იგი პრეზიდენტად დასვა. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც გამოძიებაზე ზემოქმედება შეუძლია, ეს ბიძინა ივანიშვილია – განაცხადა რომან გოცირიძემ

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...