მთავარისიახლეებისაზოგადოებატრაგედია ზესტაფონში - სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილია დედა...

ტრაგედია ზესტაფონში – სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილია დედა და ორი შვილი

Published on

ზესტაფონში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, დედა და ორი შვილი გარდაიცვალა. ბავშვების ასაკი 2 და 4 წელი იყო

გარ­დაც­ვლი­ლი 25 წლის მი­რან­და სხი­ლა­ძე ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ილე­მი­დან იყო.

“2 კვი­რის გად­მო­სუ­ლი იყო ზეს­ტა­ფონ­ში ქი­რით… მა­ნამ­დე სო­ფელ­ში ცხოვ­რობ­და, მშობ­ლებ­თან ერ­თად… გა­და­წყვი­ტა ქა­ლაქ­ში წა­მო­სუ­ლი­ყო და რა­ი­მე საქ­მით და­კა­ვე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ არ დას­ცალ­და… დღეს მთე­ლი დღე ურე­კავ­დნენ მშობ­ლე­ბი, მაგ­რამ რომ არ უპა­სუ­ხა შემ­დეგ მის­მა სი­ძემ მო­ა­ხერ­ხა ფან­ჯრი­დან გა­დას­ვლა და ეს ამ­ბა­ვი დახ­ვდა… სა­მი­ვე, დე­დაც და შვი­ლე­ბიც სა­ვარ­ძელ­ში გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ხეს… რო­გორც ჩანს, სა­ღა­მოს ტე­ლე­ვი­ზორს უყუ­რებ­დნენ ” – ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას ნა­თე­სა­ვი. AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 240​ პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. სამართალდამცავების თქმით ამ დროისთვის გარკვეულია მიზეზებისა და გარემოებების ნაწილი, მაგრამ დასკვნების გაკეთებას ჯერ ნადრევად თვლიან.

ბიბილაშვილის ქუჩაზე, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა , „სოკარ გაზის” წარმომადგენლები და ექსპერტები მუშაობდნენ.

როგორც „სოკარ გაზის” წარმომადგენელი ავთო კაკოჩაშვილი განმარტავს, პირველადი მონაცემებით დადგინდა, რომ ბინაში წყლის გამათბობელი წესების დაცვით არ იყო დამონტაჟებული. მისი ინფორმაციით, მათ გეგმური შემოწმება აპრილში ჩაატარეს, რა დროსაც ბინა დაკეტილი დახვდათ.

„აღნიშნულ ბინაში პატრონი არ ცხოვრობს და აპრილში, როდესაც გეგმურ შემოწმებაზე მივედით დაკეტილი დაგვხვდა, რადგან ვერ შემოწმდა, ამიტომ არ გვქონდა ინფორმაცია, რა მდგომარეობა იყო. როგორც ჩანს, ამ ბინაში მდგმურები შევიდნენ და არ ვიცი, მეპატრონემ შეამოწმა თუ არა გამათბობელი. ჩვენ გეგმური შემოწმება ოქტომბერში გვიწევდა. რაც შეეხება აღნიშნულ ფაქტს, შევისწავლეთ, ექსპერტებიც მუშაობდნენ და ოფიციალურ პასუხს მალე მოგვაწვდიან, მაგრამ ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ წყლის გამათბობელი არ იყო წესების დაცვით დამონტაჟებული, რამაც გამოიწვია ნამწვის დაგროვება და მოხდა უბედური შემთხვევა”, – განაცხადა ავთო კაკოჩაშვილმა.

დღეს იმერეთის გუბერნატორი მერებს და „სოკარის” წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე უსაფრთხოების ნორმები გაძლიერებაზე იმსჯელეს. გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის თქმით, მუნიციპალიტეტების დახმარებით, მოხდება დაკეტილი ბინების მეპატრონეების მოძებნა და შესვლა იმ ბინებში, რომლებიც გეგმური შემოწმების დროს ვერ შემოწმდა.

სიახლეები

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი...

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მთიან რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია...

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...