,,ქართული ოცნების” ხელისუფლების დაისი

0
453

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, NDI-ის 17 სექტემბერს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქართული ოცნება დასასრულისკენ მიდის. მისი განცხადებით, ამ კვლევით ჩანს, რომ მოსახლეობამ ხელისუფლებას ვერდიქტი უკვე გამოუტანა.

“NDI-ის კვლევა აჩვენებს, რომ დაისისკენ მიდიხართ, მზის ჩასვენება ხდება ქართული ოცნების. ზაქარია ფალიაშვილის მუსიკით მიდიხართ დასასრულისკენ და, სწორედ, თქვენ სრულდებით. ეს არის თქვენი 7-წლიანი მუშაობის ვერდიქტი, რაც კვლევის სახით ვნახეთ და, მეორე მხრივ, ეს ასახავს ქვეყანაში კატასტროფულ ვითარებას”, — განაცხადა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

წინა სტატიახელისუფლების მუშაობა ორიენტირებულია საკუთარი კვლევის შედეგებზე და არა პოლიტიკურად ანგაჟირებულ კვლევაზე – გია ვოლსკი NDI-ის კვლევებს ეხმაურება
შემდეგი სტატიარა გვაჩვენა “NDI-ის კვლევამ?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური