მამუკა მდინარაძემ დაგიგა ბოკერიამ პარლამენტში ერთმანეთს სულ „ტუტუცი“, ,,ნაგავი“ და ,,უზრდელი” უძახეს

0
513

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს “ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია და ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე  მამუკა მდინარაძე დაუპირისპირდნენ. დეპუტატებმა ერთმანეთს შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართეს

დაპირისპირების მიზეზი შოთა ხაბარელის კითხვა გახდა, რომელიც მან გიგა ბოკერიას დაუსვა.

ხაბარელმა საკუთარ გამოსვლაში ქართველი სპორტსმენების მიღწევებზე ისაუბრა და ამ მიმართულებით ხაზი გაუსვა ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკას და ბოკერიას კითხვით მიმართა, რომ ქართველი სპორტსმენების მიღწევები არის თუ არა ხელისუფლების დამსახურება.

კითხვის დასმის დროს გიგა ბოკერია სხდომათა დარბაზში არ იმყოფეობოდა. მას შემდეგ, რაც ბოკერია სხდომაზე დაბრუნდა, სიტყვით გამოსვლისთვის დრო ითხოვა და აღნიშნა, რომ სპორტსმენების მიღწევა მათი დამსახურებაა და არც მოქმედი და არც წინა ხელისუფლების დამსახურება არ არი , რაზეც მამუკა მდიმარაძემ მას მიუთითა, რომ კითხვაზე მოკლედ ეპასუხა: კი ან არა.

ბოკერიამ მდინარაძეს მიმართა:„თითი სხვისკენ გაიქნიე, უზრდელი ტუტუცი ხარ, თორემ თითის ქნევასაც მიიღებ და მშობლების ცუდად მოხსენიებასაც”. “, რაზეც თავის მხრივ, მდინარაძემ ბოკერიას მიმართა:„ტუტუცი ნაგავი ხარ, ადრე გეძველბიჭა”.

მე ქუჩური გარჩევების მომხრე არ ვარ, მაგრამ თუ ამ გზაზე დადგომა გინდათ, კი ბატონო, უპასუხა მას ბოკერიამ

მისი განცხადებით, ის მდინარაძეს მორალურ დისკომფორტს აქამდეც უქმნიდა და მომავალშიც შეუქმნის.

„ბატონო მამუკა, მე არსად წავსულვარ, მედია – ჩართვა მქონდა, აქ ვაპირებ ყოფნას. პოლიტიკურად ერთდროულად მსხვერპლიც და მოძალადეც ვერ იქნებით. მე ქუჩური გარჩევების მომხრე არ ვარ, მაგრამ თუ ამ გზაზე დადგომა გინდათ, კი ბატონო. გიმეორებთ, თქვენგან განსხვავებით, ჩემი მიზანი თქვენი პოლიტიკური დამარცხებაა და არა განადგურება. მორალურ დისკომფორტს გიქმნიდით და მომავალშიც შეგიქმნით,“ – მიმართა ბოკერიამ მდინარაძეს.

დეპუტატების დაპირისპირებაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჩაერთო. მან გიგა ბოკერიას მიმართა, რომ მამუკა მდინარაძეს პერსონალურ შეურაცხყოფას აყენებდა და კორექტულობისკენ მოუწოდა. ინციდენტის შემდეგ ორივე დეპუტატმა პლენარულ სხდომათა დარბაზი დატოვა.

წინა სტატიარა გვაჩვენა “NDI-ის კვლევამ?
შემდეგი სტატიატრაგედია ზესტაფონში – სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილია დედა და ორი შვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური