მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგა ბოკერია: „თქვე­ნი კი არა, ივა­ნიშ­ვი­ლის გა­ნად­გუ­რე­ბაც კი არ არის ჩემი ამო­ცა­ნა,...

გიგა ბოკერია: „თქვე­ნი კი არა, ივა­ნიშ­ვი­ლის გა­ნად­გუ­რე­ბაც კი არ არის ჩემი ამო­ცა­ნა, ფი­ზი­კურ გა­ნად­გუ­რე­ბა­ზე თუა ლა­პა­რა­კი”

Published on

დღეს ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატების განცხადებებს , რომლებიც სოფიო ქაცარავას მიმართ მის რეპლიკას მოყვა.

.სოფიო ქაცარავამ 16 სექტემბერს გამართული საკომიტეტო სხდომის შემდეგ თქვა, რომ გიგა ბოკერია მას მიმართა და ქართული ოცნების განადგურებით დაემუქრა, რასაც უმრავლესობის წევრების შეურაცხმყოფელი რეპლიკები მოჰყვა.

,,ახლა აქ წუხილი ყოფილა ჩემი მეგობრებიდან, რომ ვიღაცას განადგურებით დაემუქრაო. თუ ასე გაიგეთ, ძალიან ვწუხვარ. არავის განადგურება, თქვენი კი არა, ივანიშვილის განადგურებაც კი არ არის ჩემი ამოცანა, ისე, რომ იცოდეთ, ფიზიკურ განადგურებაზე თუა ლაპარაკი და პოლიტიკურად, ჩემი აზრით, თქვენი ნაბიჯებით ინადგურებთ თავს,” – თქვა ბოკერიამ 17 სექტემბერს პლენარულ სხდომაზე.  „თქვე­ნი კი არა, ივა­ნიშ­ვი­ლის გა­ნად­გუ­რე­ბაც კი არ არის ჩემი ამო­ცა­ნა, ფი­ზი­კურ გა­ნად­გუ­რე­ბა­ზე თუა ლა­პა­რა­კი. პო­ლი­ტი­კუ­რად ჩემი აზ­რით, თქვე­ნი ნა­ბი­ჯე­ბით ინად­გუ­რებთ თავს და ბო­ლოს ბა­ტონ ხა­ბა­რელს პა­ტი­ვის­ცე­მით გა­ვე­ცი პა­სუ­ხი, რა­ზეც თქვე­ნი უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რის­გან მო­ვის­მი­ნე ქუ­ჩუ­რი, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სა­უ­ბა­რი და ვინ ძა­ბავს სი­ტუ­ა­ცი­ას აქაც და ამ დარ­ბა­ზის გა­რე­თაც? მო­გი­წო­დებ­დით, სა­ნამ ვი­თა­რე­ბას და­ძა­ბავთ, გა­ი­აზ­როთ, რა მოჰ­ყვე­ბა ხოლ­მე ამას თქვენ­თვის. არ ხართ ეგ ნა­წი­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით ვინც თეთრხელ­თათ­მა­ნი­ა­ნე­ბი ხართ, აი, მდი­ნა­რა­ძის მე­თა­უ­რო­ბით, არ ხართ მზად ამ სცე­ნა­რის­თვის,“ – გა­ნა­ცხა­და გიგა ბო­კე­რი­ამ

ბოკერიას ამ რეპლიკას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ უპასუხა და თქვა, რომ მას ყოველთვის სჯეროდა, რომ ბოკერია მხოლოდ “რეალისტურ ამოცანებს ისახავდა მიზნად”. 

,,გმადლობთ, ბატონო გიგა, რომ დაადასტურეთ, რომ თქვენი ამოცანა არ არის ქალბატონი ქაცარავას განადგურება. მეც ასე მახსოვდა, რომ თქვენ მხოლოდ რეალისტურ ამოცანებს ისახავთ მიზნად,”- თქვა თალაკვაძემ

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...