მთავარისიახლეებიკონფლიქტებისოხუმში პროკლამაციები გამოჩნდა, სომეხ ვეტერანს ქვები დაუშინეს... რა ხდება სომხებსა და...

სოხუმში პროკლამაციები გამოჩნდა, სომეხ ვეტერანს ქვები დაუშინეს… რა ხდება სომხებსა და აფხაზებს შორის ,,რესპუბლიკა აბხაზიაში”?

Published on

ალხას კვიცინიას მომხრეები თვლიან, რომ ხაჯიმბას გამარჯვებაე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში სომხების ხმებმა განაპირობა, რის გამოც ანტისომხური განწყობები და გაღიზიანება გარეთ გამოვიდა და დაპირისპირებები გამოიწვია სოხუმში პროკლამაციები გამოჩნდა, სომეხ ვეტერანს ქვები დაუშინეს… ” – ასე შეფასა ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ “რეზონანსთან” საუბრისას აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების „მეორე ტურის” შემდეგ ადგილობრივ სომხებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობის მკვეთრად დაძაბვის მორიგი მიზეზი

“აფხაზები ყოველთვის ცდილობენ, რომ ვიღაც სასიკეთოდ გამოიყენონ და შემდეგ, ეს ვიღაც გააცურონ, გააგდონ და მოიშორონ თავიდან. ეს რუსების “დამსახურებაა” – თავის დროზე აფხაზებს მისცეს იმის საშუალება, რომ განსაკუთრებულ ხალხად ეგრძნოთ თავი და ამის შემდეგ აგდებული დამოკიდებულების დემონსტრირება აფხაზეთში მცხოვრები დანარჩენი ეთნოსების მიმართ ყოველთვის ხდება”, – აცხადებს არეშიძე. ამ შემთხვევაში აგრესია არა კონკრეტულად რაულ ხაჯიმბას, არამედ მისი მხარდამჭერი ადგილობრივი სომხების მიმართ ვლინდება. 9 სექტემბერს გამოცხადებული შედეგების მიხედვით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა “პრეზიდენტმა” რაულ ხაჯიმბამ მცირე უპირატესობით მოუგო თავის კონკურენტ ალხას კვიცინიას. კვიცინიას მომხრეები მიიჩნევენ, რომ ეს აფხაზეთში მცხოვრები სომხების დამსახურებაა, რომლებმაც მასიურად ხაჯიმბას მისცეს ხმა. შესაბამისად, ადგილობრივი სომხობა მათი აგრესიის ობიექტად გადაიქცა. ანტისომხურ განწყობების მკვეთრ ზრდასა და ქსენოფობიურ ნიადაგზე მომხდარ ინციდენტებზე თავად აფხაზეთში მცხოვრებმა სომხებმა დაიწყეს ხმამაღლა საუბარი. “აფხაზეთის სომეხთა საზოგადოების” ლიდერი გალუსტ ტრაპიზონიანი ამბობს, რომ არაერთხელ მიმართა აფხაზეთის სახელმწიფო ორგანოებს მოთხოვნით, ბოლო მოეღოს სომხური საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციებს, თუმცა ამან შედეგი ჯერ ვერ გამოიღო”, – აღნიშნავს გამოცემა.

“მისივე თქმით, ეს ტენდენცია გრძელდება და სამართალდამცავი ორგანოები დღესაც უარს ამბობენ რეაგირება მოახდინონ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებზე. ამისთვის, გალუსტ ტრაპიზონიანის თქმით, ისინი ფაქტებს ითხოვენ. ამის დამადასტურებელი ფაქტი ტრაპიზონიანს “ეხო კავკაზთან” საუბრისას მოჰყავს: “ამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელზეც ჩანს როგორ ესვრიან ქვებს ომის ინვალიდს, უსინათლო, სამოცდაათი წლის კაცს… ყველაზე ცუდი და მტკივნეული იქნება, თუ ეს ეროვნებათშორის დაპირისპირებას გამოიწვევს. ეს ძალიან სახიფათოა. სომხური თემი სხვებთან ერთად ქმნის და აშენებს აფხაზურ სახელმწიფოს. ორას სომეხზე მეტი დაიღუპა 1992-93 წლების ომში, ომის ერთ-ერთი მეთაური მე თავად ვარ და თუ ასეთი რამ ერთად გავიარეთ, ხალხი ერთიანი იყო, დღეს ვინ ცდილობს აფხაზეთის ხალხის გაყოფას? ვისთვისაა ეს ხელსაყრელი? მოდი დაფიქრდნენ და გადაწყვიტონ”, – ამბობს ტრაპიზონიანი. რომლის ცნობით, სოხუმის ქუჩებში ანტისომხური პროკლამაციები გაჩნდა”, – განაგრძობს გამოცემა.

“ტრაპიზონიანი იხსენებს, რომ მსგავსი პროკლამაციების გავრცელება წელიწადნახევრის წინაც მოხდა. მისი ცნობით, სომხურმა სათვისტომომ მაშინ პროკლამაციების ავტორის და გამავრცელებლის ვინაობაც დაადგინა – ეს იყო ვინმე ჯემალ ბარციცი, რომელიც თავის განწყობებს დიდად არც მალავდა; მათ შესაბამისი განცხადებით დე ფაქტო ძალოვან სტრუქტურებსაც მიმართეს, მაგრამ ამ საქმეს არანაირი გაგრძელება არ მოჰყოლია. პოლიტიკური ექსპერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში აფხაზებსა და ადგილობრივ სომხებს შორის ურთიერთობის გამწვავება გამოიწვია ჩატარებულმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებმა, სადაც სომეხი ამომრჩევლების ხმების ხარჯზე ხაჯიმბა დარჩა ე.წ. პრეზიდენტის პოსტზე: “ანტისომხური, ანტიქართული და ანტირუსული განწყობები აფხაზურ საზოგადოებაში ყოველთვის იყო და ახლაც არის… პრინციპში, ახლა რუსებს ბუმერანგივით უბრუნდებათ ის განწყობები, რომელიც თავის დროზე თითონ დათესეს. აფხაზებმა ადგილობრივი რუსები, პრაქტიკულად, მოილიეს – 4500-ზე მეტი საჩივარი იდო “რუსეთის საელჩოში” აფხაზებზე, მაგრამ შედეგი არც ერთს არ მოჰყოლია”, ამბობს ექსპერტი, რომლის განმარტებისთ აფხეზებმა ჯერ ქართველები მოილიეს, შემდეგ რუსები გადაერთნენ სომხებზე”, – დასძენს გამოცემა.

“ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ხაჯიმბას გამარჯვება განაპირობა სომეხი ამომრჩევლების ხმებმა გაგრაში და ოჩამჩირეში. მაგრამ ანტისომხური განწყობა მანამდეც იყო… აფხაზური საზოგადოება ცდილობდა, რომ ცვლილებებისთვის მიეცა ხმა და, რატომღაც, ვარაუდობდნენ, რომ კვიცინია ამის გამკეთებელია, რაშიც მე ეჭვი მეპარება. მაგრამ ადგილობრივი სომხების ხმებმა განაპირობა ხაჯიმბას გამარჯვება, რის გამოც გაღიზიანება გარეთ გამოვიდა და მოჰყვა დაპირისპირებები. ერთ რამეს გეტყვით ცალსახად – კონფლიქტის შემთვევაში რუსეთი აუცილებლად სომხების მხარეს დაიჭერს და, სამწუხაროდ, მართალიც იქნება. სომხების პოზიციიდან გამომდინარე, რუსეთისთვის ბევრად უფრო პრაგმატული იქნება, რომ სომხებს დაუჭიროს მხარი, ვიდრე აფხაზებს, რომლებიც განუწყვეტლივ “პოზაში” დგანან. უნდა ითქვას, რომ აფხაზეთში ადგილობრივი სომხები დღევანდელი რუსული სამხედრო-პოლიტიკური წარმომადგენლობისთვის მთავარი საყრდენია”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“აფხაზები ყოველთვის ცდილობენ, რომ ვიღაც სასიკეთოდ გამოიყენონ და შემდეგ, ეს ვიღაც გააცურონ, გააგდონ და მოიშორონ თავიდან – სამწუხაროდ, ეს არის აფხაზური საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიცია. მიუხედავად ამისა, განსაკუთრებულ ექსცესებს ახლო მომავალში არ ველი, მიუხედავად იმისა, რას გადაწყვეტს სასამართლო არჩევნების ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით. ერთმანეთის გინება უსაზღვროდ გაგრძელდება. საქმე ისაა, რომ აფხაზეთში სომხები პრაგმატულად იქცევიან და ცდილობენ, რომ აფხაზური ინტერესები არ გადაკვეთონ. სომხებს ხელთ უპყრიათ საშუალო და მცირე ბიზნესი, აფხაზებს კი ამის კეთება, მოგეხსენებათ, ეზარებათ – ერის თვისებაა ასეთი, მათთვის მთავარია პორტფელი და ხელმძღვანელი თანამდებობა. სომხები კი არ კვეთენ მათს ამ ინტერესებს. ამიტომ უფრო დიდ დაპირისპირებას, ვიდრე ინტერესების კვეთა არ მოხდება, არ ვვარაუდობ, თუმცა ცალკეული ექსცესები შეიძლება მოხდეს”, – მიიჩნევს ექსპერტი.

“გარკვეული ექსცესები ისედაც ხდება. რამდენიმე თვის წინ სომეხი ავტოინსპექტორი სცემეს ისე, რომ კინაღამ მოკლეს – ერთ-ერთი კლანის წარმომადგენლები შეედავნენ, მანქანა რატომ გააჩერეო და შერჩათ ეს. მაშინ სომხური დიასპორის ხელმძღვანელობა ცდილობდა, რომ თავისი თანამოძმე დაეცვა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ჯერჯერობით ასეთი ტიპის ექსცესებით შემოიფარგლება ორივე მხარე და შემდეგ ვნახოთ რა მოხდება. რაც შეეხება ხაჯიმბას პოზიციას, ამ შემთხვევაში კონკრეტულ სომეხს ავიწროვებს კონკრეტული აფხაზი, რომელსაც კლანი უნდგას გვერდით და უმაგრებს ზურგს. გამომდინარე აქედან, იმ კონკრეტულ აფხაზთან დაპირისპირება ნიშნავს მთელ კლანთან დაპირისპირებას. ამიტომ, ასეთ შემთვევაში, რატომ უნდა აიტკიოს ხაჯიმბამ თავი?!”, – დასძენს მამუკა არეშიძე.

სიახლეები

ზუსტად ვიცი წინასწარ, რომ შანსი არ არის, დაკმაყოფილდეს – მდინარაძე არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე

"ზუსტად ვიცი წინასწარ, რომ შანსი არ არის, რომ დაკმაყოფილდეს ეს სარჩელი. საფუძველი არ არსებობს...

არჩევნების გაყალბების საქმე – ეკა ბესელია პროკურატურას მტკიცებულებებს გადასცემს

არჩევნების გაყალბების საქმე - იურისტი ეკა ბესელია პროკურატურაში გამოკითხვაზე მტკიცებულებებით შეიარაღებული მივიდა. ბესელია მზად არის,...

გაყალბებული და საერთაშორისოდ არაღიარებული არჩევნების მიუხედავად, ოლიგარქმა პრემიერად ისევ კობახიძე წარადგინა

გაყალბებული და საერთაშორისოდ არაღიარებული არჩევნების მიუხედავად, ოლიგარქმა პრემიერად ისევ კობახიძე წარადგინა. "ქართულ ოცნებაში" დღეს პოლიტსაბჭო...

მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დაკავებულია ხუთი პირი -საგამოძიებო სამსახური

ორგანიზებული ჯგუფის მიერ, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ხუთი პირი დააკავეს....