მთავარისიახლეებიპოლიტიკაიოჰანეს ჰანი: „თქვენ ხართ ნამდვილად ჩვენი სანდო პარტნიორი - ხალხი შეიძლება...

იოჰანეს ჰანი: „თქვენ ხართ ნამდვილად ჩვენი სანდო პარტნიორი – ხალხი შეიძლება იცვლებოდეს თანამდებობებზე, მაგრამ ინსტიტუციები რჩებიან”

Published on

თბილისში ვიზიტად მყოფი ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა.  

მან განაცხადა, რომ მომავალში რა რანგშიც იმუშავებს ევროპარლამენტში თუ ნებისმიერ სხვა ინსტიტუციაში, ექნება საშუალება, რომ ამ კონკრეტული ქვეყნის საჭიროებები და ინტერესები დაიცვას.

შეხვედრის შემდეგ ევროკომისარმა ჟურნალისტებთან ისაუბრა ევროპული სკოლის შესახებ, რომელიც დღეს მისი მონაწილეობით გაიხსნა და აღნიშნა, რომ სურს საქართველოში სკოლის დასათვალიერებლად დაბრუნდეს. „ყოველთვის მექნება ვალდებულება ქვეყნის წინაშე და განზრახვა მაქვს, რომ საქართველოში ჩამოვიდე მომავალშიც იმისათვის, რომ ვნახო წინსვლა და ევროპული სკოლა დავათვალიერო,“ – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

მან ხაზი გაუსვა ასევე იმას, რომ თანამდებობებზე ხალხი შესაძლოა იცვლება, თუმცა, ინსტიტუციები რჩება, საქართველო კი ევროკავშირის სანდო პარტნიორია.

„თქვენ ხართ ნამდვილად ჩვენი სანდო პარტნიორი და ხალხი შეიძლება იცვლებოდეს თანამდებობებზე, მაგრამ ინსტიტუციები რჩებიან, ინსტიტუციები არიან წარმოდგენილი ხალხის სულისკვეთებით და ეს ინსტიტუციები ძლიერია,“ – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი „სამხრეთ ოსეთში“ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს გმობს.

როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, ევროკავშირი მომავალშიც რაიმე „ეჭვების და დამატებითი აზრების“ გარეშე გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„კონსტრუქციული ჩართულობა განსაკუთრებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში რუსეთის მონაწილეობით არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, საქართველო უნდა იყოს ძლიერი და გაერთიანებული. მიმდინარე გამოწვევევის ფონზე ეს საკითხები აქტუალურია, თან ხალხი, რომელიც ორივე მხარეს ცხოვრობს , ითვალისწნებს იმ ინიციატივებს, რომლებიც თქვენს მიერ ხორციელდება, ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. საბოლოო ჯამში, ხალხის ინტერესებშია, რომ ყველა ეს შესაძლებლობა არსებობდეს და ქმედითად იქნეს გამოყენებული, იმისათვის, რომ ჯანდაცვის და სხვა საჭირო მომსახურების სფეროში მათ სარგებელი მიიღონ. მიმაჩნია, რომ თუ ვინმეს აქვს გარკვეული საჭიროებები, ამაზე ყველა უნდა დაფიქრდეს ხელისუფლებაში და ეს მდგომარეობა, იმედს ვიტოვებ, უახლოეს მომავალში გამოსწორდება,“- განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...