მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,იმედი'' თავს ესხმის ქვეყნის ყველა მეგობარს, ვინც აქტიურად იცავს ჩვენს...

,,იმედი” თავს ესხმის ქვეყნის ყველა მეგობარს, ვინც აქტიურად იცავს ჩვენს ინტერესებს და იყენებს რუსული ნტვ-ს, რაშა თუდეი-ს პროპაგანდისტულ მეთოდებს – სალომე სამადაშვილი

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელშიც რუსული პროპაგანდისტული მეთოდები იყო გამოყენებული და ყველა პოლიტიკურ პარტიას, საზოგადოებრივ მოძრაობას და მოქალაქეს მოუწოდა მოვიდეს 20 სექტემბერს, 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან და ხმამაღლა განაცხადოს საკუთარი პროტესტი რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ.

„მინდა გამოვეხმაურო ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ მასალას, სადაც რუსული პროპაგანდისტული მეთოდები იყო გამოყენებული და რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ გმირს, აწ გარდაცვლილ სენატორ მაკკეინს დაესხმა თავს. ასევე, მაკკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელობას და სხვა ყოფილ თუ მოქმედ დიპლომატებს, რომლებიც დღემდე აქტიურად იცავენ ჩვენს ინტერესებს.

მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელიც „იმედის“ მხრიდან გახდა თავდასხმის ობიექტი, ხშირად თავს ესხმიან რუსული ნტვ, რაშა თუდეი და სხვები.

რა აერთიანებს დანიელ ფრიდს, კურტ ვოკერს, დავით კრამერს, მეთიუ ბრაიზას და სხვა ადამიანებს? ისინი არიან პირები, რომლებიც ყველა ადმიანისტრაციის პირობებში მხარს უჭერენ ჩვენი ქვეყნის რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანებას ნატო-ში, გამოირჩევიან სრულიად უკომპრომისო პოზიციით რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით და რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოს მიმართ განხორციელებულ აგრესიაზე.

სწორედ ამიტომ არიან ისინი რუსული პროპაგანდისტული საშუალებებისთვის სამიზნე. თუმცა, მათ ახლა დაემატა ქართული ერთ-ერთი ძირითადი ტელეარხი „იმედი“, რომელიც სიტყვა-სიტყვით იმეორებს რუსულ პროპაგანდისტულ გზავნილებს. ტელეიმედი საკუთარი სიუჟეტით თავს ესხმის არა რომელიმე ამერიკელ დიპლომატს, ის თავს ესხმის ჩვენს ევროატლანტიკურ მომავალს და ეს ხდება იმ ფონზე, როცა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში თუ არ ვცდები პირველად, გუშინ ვიხილეთ აშშ-ის საელჩოსთან მრავალრიცხოვანი მიტინგი, რომელიც „ქართული ოცნების“ სატელიტმა „პატრიოტთა ალიანსმა“ გამართა.

სწორედ ამიტომ, იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი არჩევანი გახდეს ქვეყანა ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი და ნატო-ს წევრი, მოვუწოდებთ, ყველა პოლიტიკურ პარტიას, საზოგადოებრივ მოძრაობას და მოქალაქეს, მოვიდეს 20 სექტემბერს, 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან და ხმამაღლა განაცხადოს საკუთარი პროტესტი რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც ამ ქვეყანას დაეპატრონა და საკუთარი მედიასაშუალებებით ცდილობს გზა-კვალი აუბნიოს საქართველოს მოქალაქეებს“,- განაცხადა სამადაშვილმა.

სიახლეები

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...

უკრაინული მიწის დათმობა მშვიდობის სანაცვლოდ – ეს უბრალოდ აბსტრაქტული სიტყვებია. პუტინი დონბასზე ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ კიევის ოკუპაცია გადაწყვიტა-ზელენსკი

"უკრაინისთვის დახმარების გაწევის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება არცერთი ევროპული ქვეყნის ინტერესებში არ შედის, რადგან საქმე...

რუსეთის ნოვგოროდის ოლქზე იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, საავიაციო სარემონტო ქარხანა დაზიანდა

9 ნოემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის ნოვგოროდის ოლქის ქალაქ სტარაია-რუსაზე იერიში მიიტანა. OSINT-არხების ცნობით, თავდასხმის...

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა 75 წლის ასაკში მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა....