მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ევროპული საქართველო“ არჩევნებისთვის პარტიული სიის შედგენის ახალ, განსხვავებულ წესზე გადადის

„ევროპული საქართველო“ არჩევნებისთვის პარტიული სიის შედგენის ახალ, განსხვავებულ წესზე გადადის

Published on

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ევროპული საქართველო“ სიის შედგენის ახალ, განსხვავებულ წესზე გადადის. ამის შესახებ პარტიის ლიდერების გიგა ბოკერიას, დავით ბაქრაძის და გიგი უგულავას ბრიფინგზე გახდა ცნობილი. მათი თქმით, ეს წესი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარებასა და მერიტოკრატიის დაფუძნებას, რაც თანამედროვე, დინამიური და დასავლური ტიპის პარტიისთვის აუცილებელია.

“ევროპული საქართველოს“ წევრები დაფუძნების დღიდან სწორედ ასეთი პარტიის შექმნას ვცდილობთ. სწორედ შიდა პარტიული დემოკრატიაა აუცილებელი, რათა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დემოკრატიას მთელ ქვეყანაში მივაღწიოთ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში თითქმის ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი დასუსტდა. ამ პირობებში აუცილებელია ხელისუფლების დემოკრატიული ალტერნატივა არამარტო სიტყვით, არამედ საქმითაც წარმოვაჩინოთ. “ევროპული საქართველოს” საპარლამენტო სიის შედგენის ახალი წესი სწორედ ალტერნატივაა ერთპიროვნული, ჩაკეტილი და ხალხის ნებისგან მოწყვეტილი პოლიტიკური პროცესის შესაცვლელად. აღნიშნული წესის მიზანია სიის შედგენისას მაქსიმალურად გამოირიცხოს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა და მთავარი კრიტერიუმი კონკრეტული ადამიანების მიმართ ამომრჩევლის ნდობა იყოს. პარტიის ლიდერები, პარლამენტის წევრები, პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელები და წევრები თანაბარ კონკურენციაში იქნებიან. გამონაკლისია მხოლოდ პარტიის თავჯდომარე, რომელიც სიის პირველი ნომერია, ახალი სახეები და კოალიციური პარტნიორები. პარლამენტში მოსახვედრად კანდიდატი ირჩევს კონკრეტულ ტერიტორიულ ერთეულს და ამ ტერიტორიულ ერთეულში მიღებული ხმების შესაბამისად დალაგდება კანდიდატების საბოლოო რეიტინგი. კონკურენცია გაიმართება ორ კომპონენტად: პირველი – რაიონული ორგანიზაციები. მეორე – პარტიის მოქმედი თუ ყოფილი დეპუტატები. პარტიის ლიდერებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ორივე კონკურენციაში „ევროპული საქართველო“ შეეცდება შესაბამისი ცვლილებები საარჩევნო კოდექსში შევიდეს, თუმცა უარის შემთხვევაში შიდა პარტიული რეგულაციით აამოქმედებს ამ წესს”,-აცხადებენ ლიდერები.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...