მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,არავინ მოვიტყუოთ თავი, ეს არის არა ინაშვილის ჯგუფის, არამედ "ქართული ოცნების" ყველაზე...

,,არავინ მოვიტყუოთ თავი, ეს არის არა ინაშვილის ჯგუფის, არამედ “ქართული ოცნების” ყველაზე პრორუსული ფრთის აქცია” – აცხადებს ოპოზიცია

Published on

პატრიოტთა ალიანსის აქციას მიერ ამერიკის საელჩოსთან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები ეხმაურებიან. მათი შეფასებით, ეს ე.წ აქცია რეალურად “ქართული ოცნების” მიერ არის წახალისებული და ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობის შესუსტებასა და პროსრუსული განწყობების გაძლიერებას ემსახურება

რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი: ინაშვილი თარხან-მოურავი ესაა ბიძინა ივანიშვილის ქვედანაყოფი, რომელსაც 2016 წელს 5,01% გამოუწერა და დასვა პარლამენტში. ვინც არ უნდოდა, თავისუფალი დემოკრატები, ისინი 5%-ს ქვემოთ დატოვა. სრულიად გასაგებია, მანიპულირების საშუალება რაკი ჰქონდა ივანიშვილს, მან გამოიყენა ეს პრორუსული პოლიტიკური ძალის უკვე პარლამენტში შესაყვანადაც. ეს პირველი შემთხვევა არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, კომუნისტების შემდეგ ასე ღიად დეკლარირებული ჯგუფი. რაც შეეხება ინაშვილის მივარდნას ხან კონფერენციაზე, ხან ამერიკის საელჩოსთან ეს არის მორიგი უნიჭო თამაშის გაგრძელება ივანიშვილის ხელისუფლებისა. ივანიშვილს არავინ დარჩა მის ორბიტაში მოთამაშე ირმა ინაშვილის გარდა.  ”

ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე: “ყველა აქცია, რომელსაც “პატრიოტთა ალიანსი” ატარებს, იქნება ეს ყრილობები, მარშები, თუ ასეთი ტიპის აქციები რეალურად არის “ქართული ოცნების” პარტაქტივის მიერ ჩატარებული. ანუ, მონაწილეობს “ქართული ოცნების” პარტაქტივი, არის მათი დაფინანსება, ასევე აქვს მათი პოლიტიკური მხარდაჭერაც. არავინ მოვიტყუოთ თავი, ეს არის “ქართული ოცნების” ყველაზე პრორუსული ფრთის მიერ ჩატარებული აქცია. მათი მიზანი არის, რომ დასავლური იდეა დაზიანდეს საქართველოში, მაგრამ ეს ყველაფერი არ გამოუვათ, განწირული არის წარუმატებლობისთვის, რაც კარგად აჩვენა 20 ივნისის მოვლენებმა. “პატრიოტთა ალიანსის” ასეთი გააქტიურება ბილო პერიოდში არის გამოძახილი იმის, რომ 20 ივნისს ქართველმა ხალხმა ნათლად უთხრა პუტინს უარი, ეს მათ ყველაზე მეტად სტკივათ საქართველოში რუსეთის გაძლიერების შემცირების ერთადერთი გამოსავალი ხელისუფლების ცვლილებაა. ” სერგი კაპანაძის განცხადებით, ამის მისაღწევად ქვეყანა მშვიდად უნდა მივიდეს პროპორციულ არჩევნებამდე და შემდეგ უკვე “ქართული ოცნება” და მისი სატელიტები უნდა დამარცხდნენ.

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...