მთავარისიახლეებიპოლიტიკაამერიკის საელჩოსთან „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია დასრულდა

ამერიკის საელჩოსთან „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია დასრულდა

Published on

ამერიკის საელჩოსთან „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია დასრულდა.

აქციის მონაწილეები ამერიკელი დიპლომატის, მეთიუ ბრაიზასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის, დეივიდ კრამერის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას ითხოვდნენ.

ირმა ინაშვილის განცხადებით, მათი მთავარი გზავნილი იყო და რჩება  “დასრულდეს მწამებლების მხარდაჭერა და ქართველ ხალხს დაუგდოს ყური ყველა საერთაშორისო პარტნიორმა, იქნება ეს აშშ თუ ევროპის ქვეყნები.”

“დღეს დემოკრატიის საერთაშორისო დღეა და ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, რომ ჩვენი მშვიდობიანი შეკრება აშშ-ს საელჩოსთან სწორედ დემოკრატიის საერთაშორისო დღეს დაემთხვა. იმიტომ, რომ 10 სექტემბერს ჩემ მიმართ დაირღვა სიტყვის თავისუფლების უფლება, გამოხატვის უფლება და ასეთი ფაქტი სხვა დროს აღარ უნდა განმეორდეს. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, აშშ-ს საელჩოს, დღეს მკაფიოდ ვუთხარით – პატივს ვცემთ ყველა მეგობარს, ჩვენი სამშობლოს მეგობრებს, მაგრამ ცნობილია და ფაქტია, მრავალი წლის განმავლობაში 2012 წლიდან დღემდე მიდის აქტიური მხარდაჭერა მწამებელთა პარტიების, ბოკერიებისა და სააკაშვილების. დღეს ჩვენი მთავარი გზავნილია, შეწყდეს მწამებელთა მხარდაჭერა საქართველოში. იმიტომ, რომ ეს ქართველ ხალხს ძალიან აბრაზებს.

მისი თქმით, პარტია გეგმის მიხედვით გააგრძელებს საპროტესტო აქციებს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...