მთავარიUncategorizedნაციონალურ მოძრაობაში თაკო ჩარკვიანის განცხადებას არ იზიარებენ

ნაციონალურ მოძრაობაში თაკო ჩარკვიანის განცხადებას არ იზიარებენ

Published on

ნაციონალურ მოძრაობაში” „კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებას არ იზიარებენ.

„ნაციონალური მოძრაობა“ თავადაც მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს,  ,,ევროპული საქართველოს” შეთავაზება მიიღონ და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, რომ ისინი ,,ქართულ ოცნებას” 2020 წელს კოალიციას არ შეუქმნიან.

რომან გოცირიძის განცხადებით, გაერთიანებულ ოპოზიციაში ყველას თავის მოსაზრება აქვს.

„ის, რომ ყველა პარტიამ გამოხატოს საკუთარი აზრი, რომ მომავალ არჩევნებში არ შეუქმნის უმრავლესობას „ქართულ ოცნებას“,  არის ძალიან სერიოზული განცხადება. დიდი ხანია, ამის შესახებ საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე ზოგიერთი სხვა პარტიაც და მისასალმებელია, რომ ,,ევროპული საქართველო” იზიარებს ამ იდეას.  სპეციალური განცხადებაც გააკეთეს ამის თაობაზე. ის ემსახურება ივანიშვილის ერთმმართველობის დემონტაჟს და ემსახურება მრავალპარტიული კოალიციის შექმნას, რომელიც საქართველოს გაიყვანს ევროპული და დემოკრატიული განვითარების გზაზე. წინასწარ ასეთი შეთანხმება არის აუცილებელი, რათა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს „ოცნების“ წარუმატებელი მმართველობა“, – განაცხადა გოცირიძემ.

ამასთან, მისი განმარტებით გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“  არის ათზე მეტი პარტია, რომელთაც აქვთ საკუთარი მოსაზრებები.

„ჩვენ ყველა განსხვავებული შეხედულების კომენტარს ვერ გავაკეთებთ. ჩვენი პოზიცია არის დადებითი, რომელსაც ჰქვია შეთანხმება სამომავლოდ დიდი დემოკრატიული კოალიციის შექმნის შესახებ და განცხადება იმაზე, რომ არ იქნებიან კოალიციაში „ქართულ ოცნებასთან”. ან „ქართული ოცნება“ და პირდაპირ რუსული ძალა ,,პატრიოტთა ალიანსი” იქნებიან ერთად ან გაერთიანებული დიდი ოპოზიცია, რომელიც შექმნის მთავრობას და საქართველოში დაამთავრებს ამ უზურპატორული ოლიგარქიული მმართველობის რეჟიმს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარტიებმა – „ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ გუშინ ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდეს, ხმამაღლა განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს მთავრობას არ შეუქმნიან და მათთან ერთად არ შევლენ კოალიციაში. „მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ივანიშვილის მთავრობასთან არ შევალთ კოალიციაში“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.

„კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა აღნიშნული შეთავაზების შეფასებისას თქვა, რომ „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას თაღლითობის სუნი ასდის.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, სერგი კაპანაძემ დღეს განაცხადა, რომ მათი პარტიის მისამართით თაკო ჩარკვიანმა ცილისმწამებლური და ბინძური ტალახის სროლა დაიწყო. ამასთან, „ევროპულმა საქართველომ“  რამდენიმე ოპოზიციური პარტიის გაერთიანებას „ძალა ერთობაშიას“ მიმართა, ჩარკვიანის განცხადებაზე თავიანთი პოზიცია დაეფიქსირებინათ. ჩარკვიანის პარტია  „ძალა ერთობაშიას“ წევრია.

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...