მთავარისიახლეებისაზოგადოება2017 წლის მდგომარეობით სახელმწიფო ავტოპარკში 16 189 ავტომანქანა ირიცხებოდა, რომელთა მომსახურების ხარჯმა...

2017 წლის მდგომარეობით სახელმწიფო ავტოპარკში 16 189 ავტომანქანა ირიცხებოდა, რომელთა მომსახურების ხარჯმა 128 250 392 ლარი შეადგინა

Published on

2017 წლის მდგომარეობით სახელმწიფო ავტოპარკში 16 189 ავტომანქანა ირიცხებოდა, რომელთა მომსახურების ხარჯმა 128 250 392 ლარი შეადგინა. ამის შესახებ სახელმწიფო ავტოპარკის მართვისა და რეგულირების უწყებათაშორისი სისტემური შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი. მონაცემების თანახმად, აღმასრულებელ ხელისუფლებას 13 226 მანქანა ჰყავდა, რომლის მომსახურებაზე 103 423 792 ლარი იხარჯებოდა.

2017 წელს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბალანსზე 2 171 ავტომანქანა იყო, რომელთა მომსახურებაზე 16 961 776 ლარი იხარჯებოდა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბალანსზე არსებულ 337 ავტომანქანაზე 3 617 028 ლარი, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბალანსზე რიცხულ 19 ავტომანქანაზე 313 316 ლარი იხარჯებოდა.

აუდიტის თანახმად, 436 ავტომანქანა ირიცხებოდა 2017 წელს იმ ორგანიზაციებზე, რომლებზეც მთავრობის N121 დადგენილება, „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის“ თაობაზე არ გავრცელდა, მათ მომსახურებაზე კი ბიუჯეტიდან 3 934 480 ლარი იხარჯებოდა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...