ხაზარაძის ბაქი-ბუქი ,,აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ” და სააკაშვილის ირონია ,, ტიპს არ დაუწყია და უკვე დაამთავრა”

0
787

,,გუშინ ხაზარაძეს რაღაცეები ულაპარაკია ჩემზე გრიგოლიასთან და ივანიშვილი უქია. ზოგადად ტიპს არ დაუწყია და უკვე დაამთავრა. Soo pathetic! ”- ასე გამოხმაურა მიხეილ სააკაშვილი ხაზარაძის საპასუხო განცხადებას მის პოსტზე ,,ლელოს” პრეზენტაციასთან დაკავშირებით

ხაზარაძემ გუშინ გადაცემა ,,რეაქციაში” მიხეილ სააკაშვილზე თქვა, რომ მან ტონი და სიტყვათა წყობა უნდა შეცვალოს.

მე მესმის პოლიტიკა, კონკურენცია, მაგრამ შეურაცხყოფა და სიტყვათა წყობა შეცვალოს. ის ჩემთვის არაფერს წარმოადგენს. ადამიანს, რომელსაც ქვეყანა ირჩევს პრეზიდენტად, ადამიანი, რომელიც გაურბის მართლმსაჯულებას და იცვლის პასპორტს, ის ჩემთვის დამთავრებული ამბავია. ამას მთელი სერიოზულობით გეუბნებით. მე ამ ქვეყნიდან 15 წლის წინათაც შემეძლო წასვლა და მან სისხლის სამართლის საქმე რომ აღძრა ჩემ წინააღმდეგ, მაშინაც შემეძლო ქვეყნიდან წასვლა, მაგრამ არც წავსულვარ, არც პასპორტი გამომიცვლია და არც ბიზნესი გადამიტანია. როცა პრეზიდენტი ხარ, პასპორტს იცვლი და ამბობ, რომ დამიჭერდნენ და ა.შ. მთავარსარდალი ხარ, იქ ჩემთვის მთავრდება ყველაფერი. ამიტომ, ოდესიდან ელაპარაკოს ოდესელებს და ის განცხადებები შეინახოს თავისთვისმამუკა ხაზარაძე ტვ.პირველის ეთერში. მიხეილ სააკაშვილმა მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს პრეზენტაციიდან მალევე გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა. სააკაშვილის თქმით, “საქართველო დაუბრუნდება სწრაფ განვითარებას მევახშეების და კრიალოსნიანი ბიჭების მმართველობის გარეშე.”

ამ ყველაფერს წინ სააკაშვილის განცხადება უსწრებდა, რომელმაც ხაზარაძეზე განაცხადა: “ერთი მევახშე ივანიშვილი არ გვეყოფოდა, ახლა კიდე უფრო წვრილი მევახშეები დაემატოს ბატონობის მე-8 წლისთავზე?”

,,ცალი თვალით შევხედე მამუკა ხაზარაძის პრეზენტაციას ანაკლიაში, ლაზიკაში და ვნახე ამ კრიალოსნიანი ბიჭების შეკრება და მოთქმა იმაზე, რომ ერთი და იგივე წრეზე დავდივართ 30 წელი და უნდა გავარღვიოთ. თურმე ხაზარაძემ და ამ კრიალოსნიანმა ბიჭებმა, თეთრფართხუნა ტანსაცმელში ჩაცმულებმა, უნდა გაარღვიონ ეს წრე. ხაზარაძემ უკვე გაარღვია ეს წრე, ანაკლიის პორტი იგივე ლაზიკის პორტი, უკვე დამთავრებული იქნებოდა თუ არა ხაზარაძე და ის შანტრაბა, რომელმაც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილს 2012 წელს. ამ ხალხმა მოიყვანა ივანიშვილი, ამ ხალხმა მოიყვანა ზურაბიშვილი, პირადად ხაზარაძემ დაწერა წერილი, გასული წლის არჩევნების წინ – მართლა ხომ არ გგონიათ, რომ სკლეროზი გვაქვს და რა შუაშია ხაზარაძე და ლაზიკის, ანაკლიის პორტი ერთმანეთთან?

ლაზიკის პორტის ფული უკვე იდო საქართველოს რკინიგზის ანგარიშზე და 2013 წლის ბოლოს ეს პორტი იქნებოდა დამთავრებული და ეს იქნებოდა ქართველი ხალხის საკუთრება და არა ოლიგარქის საკუთრება, არა ბარიგის, არა მორიგი მოვახშის საკუთრება. მერე ივანიშვილი მოელაპარაკა ხაზარაძეს, ერთად გააჩერეს პორტის მშენებლობა და ერთად მიითვისეს ეს პორტი და ახლა რომც აშენდეს, ხაზარაძის საკუთრება უნდა იყოს და ხაზარაძის ჯიბეზე უნდა იმუშავოს და ქართველი ხალხი რა შუაშია აქ საერთოდ?

ქართველი ხალხისთვის ეს პორტი აშენებული იქნებოდა უკვე დიდი ხნის წინ, თუ არა ხაზარაძე და ივანიშვილი და მისი პატრონი. მერე ერთმანეთში ვერ მოილაპარაკეს, ამან ცოტა ზედმეტი მოინდომა და ივანიშვილმა მოადო თავზე. მართლა ხომ არ ბნელა? ერთი მევახშე ივანიშვილი არ გვეყო, რომ ახლა კიდევ უფრო წვრილი მევახშეები დაემატოს ერთი მევახშის ბატონობის მერვე წლის თავზე? მართლა სულელები ხომ არ გგონიათ ქართველები და ხომ არ გგონიათ, რომ ყველაფერს მოითმენენ? საქართველო დაუბრუნდება სწრაფ განვითარებას, მევახშეებისა და კრიალოსნიანი ბიჭების მმართველობის გარეშე. ბიზნესი საქართველოში იქნება დაცული, საქართველოში შემოვა ათი მილიარდი დოლარის ინვესტიცია, საქართველო იქნება ერთი გადასახადის ქვეყანა, საქართველო იქნება სწრაფი განვითარების ქვეყანა და, რა თქმა უნდა, საქართველოში იქნება ლაზიკის პორტი. ამას ვამბობ მე, მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც არც ერთ დაპირებაში არ მოუტყუებიხართ და ყველაფერი შევასრულე. ამათი დრო წავა და მეორე მევახშეების დრო საქართველოში არასდროს დაბრუნდება, საქართველოში უნდა გათენდეს!” ასეთი იყო მიხეილ სააკაშვილის რეაქცია ანაკლიაში გამართულ პრეზენტაციაზე

წინა სტატია,,აფხაზეთის რესპუბლიკა შედგა, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო” – მარია ზახაროვა
შემდეგი სტატიაზუგდიდში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური