მთავარიUncategorizedპროდასავლური ორიენტაციის მქონე პარტია, თუ ის მართლაც ასეთია, ივანიშვილთან არ შექმნის...

პროდასავლური ორიენტაციის მქონე პარტია, თუ ის მართლაც ასეთია, ივანიშვილთან არ შექმნის კოალიციას

Published on

მნიშვნელოვანია, ყველა ოპოზიციური პარტია შეთანხმდეს, რომ 2020 წლის არჩევნებამდე, რომ ბიძინა ივანიშვილთან არ შექმნის კოალიციას, ყველა პროდასავლური ორიენტაციის მქონე პარტია”, – ამბობს ტაბულასთან საუბარში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი.

მისივე თმქით, გარდა ზემოაღნიშნულისა, ნაციონალურ მოძრაობას აქვს შეხედულებები იმასთან დაკავშირებით, თუ სხვა რა პრონციპებია, რომლის გარშემოც შეიძლება გაერთიანება, – “ვაპირებთ, რომ ეს გავაჟღეროთ უახლოეს მომავალში”, – თქვა სამადაშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, თუ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციის შექმნას არ დათანხმდებიან, ეს იქნება არა პოლიტიკური კრიზისი, არამედ კრიზისიდან გამოსავალი.

„ყველა პარტიამ უნდა თქვას, რომ არცერთ ვარიანტში ივანიშვილს ჩვენ მთავრობას არ ვუქმნით. თუ ვიღაც არ მოგვწონს სხვა, მაშინ არც იმას უქმნი და იყოს ხელახალი არჩევნები. რაც, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. ეს არის სწორი პოზიცია, რის შესახებაც არაერთხელ განგვიცხადებია. ეს არ შექმნის პოლიტიკურ კრიზისს, პირიქით, კრიზისიდან გამოსავალი იქნება. ოპოზიციისგან ჩამოყალიბდება კოალიციური, მრავალპარტიული, პროდასავლური ხელისუფლება ივანიშვილის გარეშე, რომელსაც ექნება საპარლამენტო უმრავლესობა და დააკომპლექტებს მთავრობას. ეს არის ივანიშვილის ჩამოცილების ნათელი გეგმა. ის, რომ კოალიციას არ შექმნის ივანიშვილთან ეს უნდა განაცხადონ პარტიებმა რაც შეიძლება სწრაფად“, – განაცხადა გოცირიძემ.

რაც შეეხება 2020 წლის არჩევნებამდე ოპოზიციის გაერთიანებას და კოალიციის შექმნას, როგორც გოცირიძე აცხადებს, ეს დამოკიდებულია საკონსტიტუციო ცვლილებებზე დაიშვება თუ არა ბლოკები.

„ეს ასევე, დამოკიდებული იქნება იმაზე, რა ფორმით მიიღებს აქამდე კოალიციურ რეჟიმში მყოფი პარტიები არჩევნებში მონაწილეობას თუკი ბლოკები არ იქნება. ეს საკითხი კონსტიტუციის მიღების შემდეგ არის გასარკვევი“, – განაცხადა გოცირიძემ.

დღეს, 13 სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე, ევროპულმა საქართველომ და თავისუფალმა დემოკრატებმა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდეს, მკაფიოდ განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ქართულ ოცნებასთან კოალიციაში არ შევლენ და მთავრობას არ დააკომპლექტებინებენ.თემები:

სიახლეები

საბოლოო ჯამში გამოძიება დაადგენს, რომ ყველაფერი მოგვეჩვენა და არჩევნები არ გაყალბებულა – მეზვრიშვილი გამოკითხეს

"გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთ ლიდერი ნათია მეზვრიშვილი, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრ მოსამართლესთან გამოიკითხა. მეზვრიშვილის...

საქართველოსა და აშშ-ის ხალხებს შორის ურთიერთობა გაუძლებს ნებისმიერ პოლიტიკურ არჩევნებს – დანიგანი

აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი ამბობს, რომ ამერიკელი და ქართველი ხალხის ურთიერთობები გაუძლებს ნებისმიერ...

“ვისაუბრე იმაზე, რაზეც ჩვენ ამდენი ხანი საჯაროდ ვსაუბრობთ” – ლონდა თოლორაია გამოკითხეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ წარმომადგენელი ლონდა თოლორაია მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა....

“მოუთმენლად ველი, რომ პირადად მივულოცო პრეზიდენტ ტრამპს” -ზელენსკი

დონალდ ტრამპს გამარჯვებას უკვე ულოცავენ მსოფლიო ლიდერები. მათ შორისაა უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადებას...