მთავარისიახლეებიპოლიტიკაჩეხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სურს გააუქმოს ჩეხეთის მიერ კოსოვოს,...

ჩეხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სურს გააუქმოს ჩეხეთის მიერ კოსოვოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარება

Published on

ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა განაცხადა, რომ მას სურს გააუქმოს ჩეხეთის მიერ კოსოვოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარება, – ამის შესახებ ინფორმაციას ”ევრონიუსი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 74 წლის პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება სერბეთში ვიზიტის დროს გააკეთა.

„მე დიქტატორი არ ვარ, მაგრამ რაც შემიძლია გავაკეთო დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, არის ის, რომ ამ საკითხს კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლებთან განვიხილავ, სადაც დავსვამ კითხვას, არის თუ არა ეს შესაძლებელი,“ – განაცხადა მილოშ ზემანმა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრე ვუჩიჩთან შეხვედრის დროს.

მილოშ ზემანის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი მის ინიციატივას მხარს დაუჭერს.

ჩეხეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, აღნიშნული განცხადების საპასუხოდ კოსოვოს მთავრობამ პრაღაში დაგეგმილ “ვიშეგრადის ოთხეულისა” და დასავლეთ ბალკანეთის სამიტში მონაწილეობაზე უარი თქვა.

შეგახსენებთ, რომ კოსოვო ერთ დროს სერბეთის ტერიტორია იყო, ხოლო 2008 წელს მან თავი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა. სერბეთი, რუსეთი და ჩინეთი კოსოვოს დამოუკიდებლობას არ ცნობენ, თუმცა ასზე მეტი ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის 23 წევრი სახელმწიფო კოსოვოს დამოუკიდებლობას აღიარებს.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....