მთავარისიახლეებიპოლიტიკარას არ ურჩევს ირმა ინაშვილი ინგა გრიგოლიას და დგას თუ არა ...

რას არ ურჩევს ირმა ინაშვილი ინგა გრიგოლიას და დგას თუ არა მუქარა მისი სიტყვების მიღმა ?

Published on

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ირმა ინაშვილი TV პირველის ეთერში, გადაცემა ,,რეაქციის” წამყვანის კითხვამ გააღიზიანა. ინგა გრიგოლიამ ინაშვილს ჰკითხა, რამდენად ემსახურება საქართველოს ინტერესებს თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე დაურეგისტრირებლად მისვლა, სიტყვით გამოსვლა და ღონისძიების ორგანიზატორებისგან ბოდიშის მოხდის მოთხოვნა .

“ის კონტექსტი, რაზეც თქვენ საუბრობთ, რომ თურმე უამრავმა ადამიანმა ჩემს ქმედებაში დაინახა პუტინის და კრემლის გეგმები, ეს არ მიმაჩნია სწორად. იმიტომ, რომ საზოგადოებრივი განწყობები სულ სხვაა. საზოგადოების უმრავლესობა ნათლად ხედავდა დღეს, რომ არ მიეცა საშუალება კონფერენციაზე დასწრების, საქართველოს დეპუტატს და ამ შემთხვევაში მარტო მე კი არ შემიზღუდეს მონაწილეობის უფლება. მე როგორც ქართველი ხალხის წარმომადგენელს, შემდეგ ისე მიპასუხეს.

მე არავითარი პროვოკაცია არ მომიწყვია და ეს აბსურდია. საერთოდ არ ვაპირებდი მისვლას კონფერენციაზე. ნებისმიერ ორგანიზაციას აქვს უფლება, რომ თუნდაც დახურული კონფერენცია მოაწყოს”,

“ასე მგონია, რომ ახლა გრძელდება ბოკერიას სტილში საუბარი და ინგა ამას არ გირჩევთ”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა. რაზეც გრიგოლიას პასუხი ასეთია:

“არ მირჩევთ რას ნიშნავს” მე არ ვსაუბრობ ბოკერიას სტილში, მე გისვამთ იმ კითხვას, რაც მაქვს? – ინაშვილი კი ამბობს: –

“უბრალოდ არ გირჩევთ. არ მინდა ახლა ჩხუბი… არ გირჩევთ ამას, მე გეუბნებით, არ გირჩევთ… თქვენ არასწორად მიგყავთ ეს საუბარი, გესმით?

მე ვარ ირმა ინაშვილი და არ ვარ კრემლის აგენტი, გპასუხობთ როგორც ირმა ინაშვილი, საქართველოს მოქალაქე, საქართველოს პატრიოტი და ნუ ცდილობთ, როგორც გიგა ბოკერია, ჩემთვის იარლიყების მოკერებას”– მიმართა ირმა ინაშვილმა ინგა გრიგოლიას პირდაპირ ეთერში.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...