მთავარისიახლეებისაზოგადოებანოდარ მელაძე: სალიას განცხადება მთავარი არხის მიერ რუსთავი 2 - ის ფეისბუქგვერდით...

ნოდარ მელაძე: სალიას განცხადება მთავარი არხის მიერ რუსთავი 2 – ის ფეისბუქგვერდით ბოროტად სარგებლობის შესახებ სიმართლე არ არის

Published on

მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე აცხადებს, რომ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის განცხადება ფეისბუქგვერდით ბოროტად სარგებლობის შესახებ სიმართლე არ არის. მისი თქმით, რუსთავი 2-ის ვებზე მომუშავე ყველა ყოფილი და მოქმედი თანამშრომელი, არის ამ გვერდის რედაქტორი. ის მოუწოდებს სალიას, შევიდეს ფუნქციებში და შეამოწმოს, რომ მას ლაივი არ გაუშვია.

მისივე თქმით, ტყუილია ისიც, რომ სალია გვერდის ადმინისტრატორის უფლების გადაბარებას უშედეგოდ ითხოვს.

“ამ დრომდე, არ მიმიღია არც ერთი ოფიციალური შეტყობინება, ვის, როდის და რა ფორმით უნდა გადავაბარო ეს გვერდი. არ მომსვლია არც სმს, არც წერილი, არც მეილი. შედგა მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია, ისიც ზოგადი შინაარსის ეიჩართან და პასუხიც მიიღო”, — აცხადებს ის.

ტელეკომპანია რუსთავი 2 – მა განაცხადა , რომ მათ ფეისბუქგვერდზე ჩნდება პოსტები, რომელსაც მომხმარებლები შეცდომაში შეყავს. კომპანია გულისხმობს მთავარი არხის პირდაპირ ეთერებსა და სიუჯეტებს, რომელიც მათ ფეისბუქგვერდზე ზიარდება.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას თქმით, მიუხედავად არაერთი კანონიერი მოთხოვნისა არხი ამ დრომდე ვერ ახერხებს ნოდარ მელაძისგან დაიბრუნოს ადმინისტრატორის უფლებები. მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ უკვე ეცნობა სოციალური ქსელის ადმინისტრაციას და დაწყებულია შესაბამისი პროცედურები. სალია ფიქრობს, რომ მელაძის ქმედებები არის უპასუხისმგებლო და შესაძლოა შეიცავდეს კიბერდანაშულის ნიშნებს.

გუშინ, 10 სექტემბერს, დილას, სანამ მთავარი არხი ეთერში გავიდოდა მათირუსთავი სიუჟეტი  2 – ისფეისბუქგვერდზე გაზიარდა, თუმცა მალევე წაიშალა. არხის საინფრომაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ განაცხადა, რომ ორივე ფეისბუქგვერდს ერთი ადამიანი მართავდა და გაზიარებისას შეცდომა დაუშვა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...