მთავარისიახლეებიპოლიტიკაწრე ივანიშვილის გარშემო ვიწროვდება- ოლიგარქის საქმეები მსოფლიო მედიის კრიტიკის ობიექტი...

წრე ივანიშვილის გარშემო ვიწროვდება- ოლიგარქის საქმეები მსოფლიო მედიის კრიტიკის ობიექტი გახდა

Published on

საქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრი ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ის ხელმძღვანელობაზე ზეწოლას ახდენს – ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი შვეიცარიული გამოცემები ავრცელებენ.

როგორც BLICK-ი ქართველი მილიარდერის მხრიდან ბანკის ადვოკატებისთვის გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით იტყობინება, ოლიგარქისა და ყოფილი პოლიტიკოსის უფლებების დამცველები თითქმის 53 მილიონი ფრანკის ანაზღაურებას მკაცრად ითხოვენ.

შეგახსენებთ, Credit Suisse-ის პირადი ბანკირის პატრიკ ლესკადრონი უმსხვილესი კლიენტი ბიძინა ივანიშვილი იყო. სასამართლო მტკიცებულებების მიხედვით, ლესკადრონი ბიძინა ივანიშვილის ხელმოწერას სისტემატიურად აყალბებდა, რითიც უკანონო ფინანსურ ტრანზაქციებს ახორციელებდა. ლესკადრონმა აღიარა, რომ გაყალბებული ხელმოწერით 2008 წლიდან ახორციელებდა ფინანსურ ოპერაციებს.

ბიძინა ივანიშვილმა საქმეზე ერთადერთი კომენტარი 2016 წლის 14 ივნისს გააკეთა, მაშინ ივანიშვილი ამბობდა, რომ “თუ ყველაფერზე ისაუბრებდა” მას Credit Suisse-ისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეეძლო.

“მე არ ვთვლი, რომ ის ფული მე დავკარგე, ის დაკარგა Credit Suisse-მა, რამეთუ კითხვები იქ ჩემს მიმართ არ არსებობს. აქ ყველაფერი გამჭვირვალეა, რომ ანგარიშიდან ფულია მოპარული ეს ელემენტარულად ბანკმა უნდა გადაფაროს და ბანკმა უნდა გადაიხადოს”, – 2016 წელს თქვა ივანიშვილმა.

ახლა კი, შვეიცარიული გამოცემები წერენ, რომ წერილი, რომელიც აგვისტოთი თარიღდება, ივანიშვილის ადვოკატებმა ვალდერ ვისის საადვოკატო ბიუროს გაუგზავნეს, რომელიც შვეიცარიული ბანკის უფლებებს იცავს.

მიმოწერაში ნათქვამია, რომ 53 მილიონი ფრანკის ოდენობის თანხა ბანკში 2009– 2015 შევიდა.

თავის მხრივ, შვეიცარიული საფინანსო ინსტიტუტი აცხადებს, რომ ის ამ საქმეში ერთ-ერთი დაზარალებულია. ჟენევის სასამართლომ დაადასტურა, რომ VIP – კლიენტების ყოფილმა მრჩეველმა შინაგანაწესი და შვეიცარიის კანონი დაარღვია. მან ბანკის კონტროლის სისტემის გასაყალბებლად სისხლის სამართლის ქმედებები ჩაიდინა. ის თაღლითურ საქმიანობას სხვა თანამშრომლებისგან ფარულად ახროციელებდა.

“Credit Suisse-სს’’ აქვს ნულოვანი ტოლერანტული მიდგომა თანამშრომელთა არასწორი ქმედებების მიმართ”, – განუცხადა Blick-ის ჟურნალისტს ბანკის პრეს-სპიკერმა ანნა ზექსტონმა.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ 53 მილიონის მოთხოვნაზე კი, ზექსტონმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ მოთხოვნას საფუძველი არ გააჩნია.

“როგორც ბანკის მიერ სავარაუდოდ მიღებული შემოსავლის ოდენობა, ასევე ამ კონტექსტში მოთხოვნილი თანხა უსაფუძვლოა’’.

აღსანიშნავია ისიც, რომ შვეიცარიული გამოცემა Finews-ის ცნობით, ბანკის ყოფილმა კლიენტებმა პრინციპით «name and shame» ინტერნეტში კამპანია დაიწყეს. კერძოდ ინტერნეტში «CS Victims» (Credit Suisse-ის მსხვერპლნი ) სახელით გვერდი გახსნეს, ასევე მათი პროტესტისა და შეშფოთების შესახებ განცხადებები გამოქვეყნდა “Financial Times”-შიც.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...